ოპერისა და ბალეტის მოყვარულთა ახალგაზრდული კლუბი ლატავრა



 
ახალგაზრდული კლუბის ლატავრა მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და სამოქალაქო  პასუხისმგებლობის განვითარებას.

კლუბის წევრი შეიძლება გახდეს 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდა.

ახალგაზრდული კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიით, მათ შორის: მიიღონ ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება; დაესწრონ ორკესტრისა და გუნდის, სადადგმო და გენერალურ რეპეტიციებს; შეხვდნენ და გაეცნონ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ასევე სადადგმო ჯგუფის წევრებს, სოლისტებს, მოცეკვავეებს და დასის სხვა წევრებს, მონაწილეობა მიიღონ მათთვის ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ლატავრა ახალგაზრდული კლუბების ევროპული გაერთიანების Juvenilia წევრია, რაც კლუბის წევრებს საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვის საშუალებას აძლევს. 
 
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი და შეავსოთ კითხვარი.

ახალგაზრდულ კლუბში გასაწევრიანებლად გთხოვთ, შეავსოთ წევრობის განაცხადის ფორმა.
წლიური გადასახადი შეადგენს 30 ლარს. 
კლუბის წევრების პრივილეგიები ამოქმედდება 2017 წლის 5 აპრილიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
 
ტელ.: +995 32 200 44 64
ელ-მისამართი: YouthClubLatavra@gmail.com
რუსთაველის გამზ. #25, 0108, თბილისი, საქართველო

პროექტი ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში, რომლის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.