State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
ინფო შინაარსი
ლეონარდ ბერნსტაინი

ლეა

ალექსეი რატმანსკის ქორეოგრაფია
დამდგმელი ბალეტმაისტერი - ალექსეი ფადეეჩევი
დამდგმელი მხატვარი - მიხეილ მახარაძე
განათების მხატვარი - ვიაჩესლავ კუტეევი
პრემიერა გაიმართა 2005 წლის 8 ოქტომბერს
 
„ლეა“ სიმონ ანსკის (ებრაელი დრამატურგი სიმონ რაპოპორტი)  პიესის - „ორ სამყაროს შორის“   მიხედვითაა შექმნილი, რომელიც ებრაელი ხალხის ლეგენდის - დიბუკის შესახებ მოგვითხრობს. სული სხეულის გარეშე დახეტიალობს ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის. მოქმედება ებრაულ დასახლებაში ხდება. განშორებული შეყვარებულები იღუპებიან მას შემდეგ, რაც საქმრო, აკრძალვის მიუხედავად, შეყვარებულის დასაბრუნებლად მიმართავს მაგიურ ძალას - კაბალას. ამ თემაზე 1974 წელს ჯერომ რობინსმა „ნიუ იორკ სითი ბალეს“ სცენაზე დადგა ბალეტი „დიბუკი“ (ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკაზე). ალექსანდრე რატმანსკის „ლეა“ სიმონ ანსკის პიესასა და იმავე მუსიკას ეყრდნობა. 2001 წელს   ბალეტი ა. რატმანსკიმ სპეციალურად ნინო ანანიაშვილისათვის დადგა. 

საგალობელი
 
ერთმოქმედებიანი ბალეტი
ქართულ ხალხურ მელოდიებზე, იოსებ კეჭაყმაძის, არჩილ კერესელიძის,
რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, მერაბ მერაბიშვილის მუსიკაზე
დამდგმელი ქორეოგრაფი - იური პოსოხოვი
მხატვარი - ანა კალატოზიშვილი
განათების მხატვარი - ამირან ანანელი
მუსიკოს-შემსრულებელთა ჯგუფი „ჩანგი“ (ხელმძღვანელი უჩა პატარიძე)
მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2008 წლის 2 თებერვალს
 
ერთმოქმედებიანი ბალეტი - „საგალობელი“ ცნობილმა ქორეოგრაფმა იური პოსოხოვმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასისთვის დადგა. ქართულ მუსიკალურ მოტივებზე ბალეტის შექმნის იდეა ქორეოგრაფს ნინო ანანიაშვილმა შესთავაზა.  მისი სურვილი იყო ისეთი ქორეოგრაფიული სურათის შექმნა, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ქართული ხასიათი, მაგრამ არა ნაციონალური, არამედ თანამედროვე კლასიკური ცეკვის ენაზე. ქორეოგრაფის მიერ დადგმულ ცეკვები, რომლის მუსიკალური პარტიტურა ქართული ხალხურ მელოდიებზე შექმნილი კომპოზიციებისაგან შედგება, ხალხური საკრავების თანხლებით   სრულდება.
 
ლეა
მეგობრები ფიცს დებენ რომ,  დააქორწინებენ შვილებს. მაგრამ ერთ- ერთი მათგანი იღუპება, მეორე კი დროთა განმავლობაში ივიწყებს დაპირებას, მას შემდეგ რაც შვილისთვის მდიდარ საქმროს იპოვის. ღარიბ სტუდენტ ჰანანს, რომელმაც არაფერი იცის მამის ფიცის შესახებ, შეუყვარდება ლეა. იგი სატრფოს მოსაპოვებლად მაგიურ ძალებს მიმართავს. კაბალას აკრძალულ წიგნში ამოიკითხავს ფორმულას, ჰაერში გამოსახავს რიცხვებს, მაგრამ დემონები არ ემორჩილებიან, გარს ეხვევიან და დასცინიან მას. ჰანანი ვერ ახერხებს მათთან გამკლავებას და იღუპება.
ჰანანის სული დიბუკად გადაიქცევა და  ლეაში ჩაისახება მისი ქორწილის დღეს. იგი მთლიანად იპყრობს პატარძლის სულს. ლეა  ებღაუჭება საქმროს და დახჩობას უპირებს.  დიბუკის განსადევნად მშობლებს  ლეა რაბინთან მიჰყავთ.
რაბინი აზრიელი იმარჯვებს და დიბუკი განდევნილია. მაგრამ იღუპება ლეაც, რომლის სულსაც  არ შეუძლია არსებობა წინასწარ დანიშნული სატრფოს გარეშე. ლეას და ჰანანის სულები საიქიოში შეუერთდებიან ერთმანეთს.


 


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი