ფინეთი

ციტატა რეცენზიიდან: „საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, რომელიც ალექსანდრეს თეატრში გამოდის, გამორჩეულია მისი საერთაშორისო დასით, რეპერტუარით და გასტროლებით. დღეს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წარმატებები დაკავშირებულია ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელთან, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სახელთან, რომელიც დაახლოებით სამი ათწლეულის ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, 2004 წლიდან უძღვება ბალეტს და ისეთ დასად ჩამოაყალიბა, როგორიც ჩვენ ვიხილეთ.
შესრულების მაღალი სტანდარტი პროგრამის დასაწყისშივე აშკარა გახდა - CONCERTO BAROCCO-ში, რომელიც იოჰან სებასტიან ბახის ორმაგ სავიოლინო კონცერტზეა დადგმული და ჯორჯ ბალანჩინის ნეოკლასიკური ქორეოგრაფიის ნიმუშს წარმოადგენს. CONCERTO BAROCCO რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბალეტის რეპერტუარში 2014 წლიდანაა, სოლიდური ინტერპრეტაციით წარმოადგინეს როგორც სოლისტებმა, ისე მთელმა დასმა.
საღამო დასრულდა ნამდვილ აღმაფრენასა და რიტმში, და არა მხოლოდ ცეცხლოვანი პერსონაჟების მიერ შესრულებულ „საგალობლის“ გამო, რომლის ქორეოგრაფია უკრაინელ იური პოსოხოვს ეკუთვნის. ქართული ფოლკლორის გამომსახველი მელოდიებით შედგენილ სუიტაში, რომელიც თან ახლავს დასის გასტროლს, სადაც გენდერული როლები ისე ნათლადაა წარმოდგენილი, რომ როგორც ჩანს, ასახავს ტრადიციასაც და აწმყოსაც.  ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო ბალეტს ნამდვილად შეუძლია საკუთარი მაყურებლის მოჯადოება, დადასტურდა ბისზე მათი რამდენჯერმე გამოძახებით, ხალხური და კლასიკური ცეკვებიდან ფრანგმეტები თავიდან რომ შეესრულებინათ. ეს მთლიანობაში კარგი წარმოდგენის კარგი დასასრული იყო. იან-პიტერ კაიკუ