იაპონია

2017 წლის 16-20 მარტს ტოკიოში ნინო ანანიაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი გაიმართა. „ბუნკა კაიკანისდარბაზში ოთხი საბალეტო წარმოდგენა ჩატარდა. საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად, გასტროლში მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერმა ალექსანდრ ვოლჩკოვმა და ამერიკის ბალეტის თეატრის წამყვანმა სოლისტმა მარსელო გომესმა.
ციტატა რეცენზიიდან: „პირველი ნაწილის ბოლოს კილიანის ერთმოქმედებიანი ბალეტი „პატარა სიკვდილი“ შესრულდა მოცარტის მუსიკაზე. „პატარა სიკვდილის“ იდეა საინტერესოა. ეს იყო ცეკვა, რომელიც ქალების კაბების და კაცების ხმლების, მათი სიმბოლოების და სხეულების ერთობლიობა გახლდათ. ამბობენ, რომ Petitte Mort ორგაზმს ნიშნავს, თუმცა, სავარაუდოდ, აქ იმალება კილიანის თავისებური იუმორიც. ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გუნდს, დახვეწილი ნომერი ჰქონდა რეპერტუარში.
პროგრამის მეორე ნაწილი ბალანჩინის „მოცარტიანათი“ გაიხსნა. წამყვანი პარტიები იცეკვეს სურმავამ და ვოლჩკოვმა, ხოლო „ჟიგა“ კი წამყვანმა სოლისტმა დავით ანანელმა. რუსულ სტილსა და ბალაჩინის გამიზნულ სტილს შორის მცირე უთანხმოება იგრძნობოდა, თუმცა სწორედ ამიტომ იყო საინტერესო სანახავი. კილიანის ცეკვისას ეს შეგრძნება არ მქონია, თუმცა შესაძლოა, ეს იმან განაპირობა, ბალანჩინმა ჩამომიყალიბა თავისი სტილის ცნობიერება.
მესამე ნაწილი კი გახლათ „დონ კიხოტი“. კიტრის პარტია ნინომ იცეკვა, ხოლო ბაზილი - გომესმა. მათთან ერთად კი ცეკვავდნენ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მოცეკვავეები. მესამე მოქმედების ქორწილის სცენაში, პირველი და მეორე მოქმედების საინტერესო სცენების ჩასმით მიღებული იყო აგებულება, რომელიც განსაკუთრებით უსვამდა ხაზს საზეიმო განწყობას. არაჩვეულებრივმა, სიცოცხლით აღსავსე ნინომ, რომელმაც სპეციალურად ამ გამოსვლისთვის ოთხი კილო დაიკლო, თავისი განუმეორებელი კიტრი გვაჩვენა, რომელიც მსოფლიო ბალეტის მოყვარულებმა უკვე დიდი ხანია შეიყვარეს“. კოიჩი სეკიგუჩი.  Dance Cube Web Magazine
სტატიის სანახავდ მიჰყევით ბმულს: