იტალია

ციტატა რეცენზიიდან: „ახალგაზრდა ქართულ დასთან, რომლის შემადგენლობაშიც მეტწილად გოგონები ირიცხებიან (კომპანიის 65 წევრიდან ჩვენს სცენაზე 25 წარსდგა, ამჟამად კი ისინი ვალენსიაში იმყოფებიან გასტროლზე), სადადგმო ნაწილზე ბარტ კუკმა იმუშავა. კომპანიამ ბალანჩინის უნაკლო ტექნიკისადმი უდიდესი ერთგულება და პატივისცემა გამოავლინა, რაც სხვადასხვა სკოლებისგან გონივრულად ათვისებული ცოდნის ნაყოფია, რომელსაც ქორეოგრაფმა მისთვის დამახასიათებელი პათეტიკური პოეტურობის კვალი დაასვა. მათი მომზადების დონეს ნაკლს ვერ უპოვით, განსაკუთრებით კი თვალშისაცემია მათი ათლეტიზმი პა დე დეების შესრულებისას (მაგალითად „გედების ტბის“ პა დე დე), სადაც თვალნათელი ხდება, თუ როგორ იწევს უკანა პლანზე სხეული სულის სიშიშვლის წარმოსაჩენად.ესაა შეკრული დასი, რომელიც ამავდროულად მკაფიოდ წარმოაჩენს მოცეკვავეთა ინდივიდუალობას, რომელმაც სტილურად და სულისკვეთების თვალსაზრისით, კარგი სინქრონი გვიჩვენა ბახის მუსიკაზე შექმნილ „კონჩერტო ბაროკოში“, რომლითაც საღამო გაიხსნა. ჰაერში გამოკიდებული ნახტომები, უსასრულო წონასწორობა და სრულყოფილი პირუეტები ვიხილეთ „გედების ტბის“ მესამე მოქმედების პა დე დეში, ნინო სამადაშვილისა და იონენ ტაკანოს შესრულებით, ასევე ნუცა ჩეკურაშვილისა და სამუდი ელიეზის მიერ შესრულებულ გოტშალკის მუსიკაზე დადგმულ მხიარულ „ტარანტელაში“.