ა.შ.შ.
30 წლის წინ, 1986 წელს, ნინო ანანიაშვილი და ანდრის ლიეპა ჯექსონის საერათშორისო საბალეტო კონკურსის გრან-პრის და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. წელს, ჯექსონში, ამ იუბილეს აღსანიშნავად, კონკურსის ორგანიზატორებმა არა მხოლოდ ნინო ანანიაშვილი, არამედ ის დასი მიიწვიეს, რომელსაც ანანიაშვილი ხელმძღვანელობს. პრიმა-ბალერინა და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ჯექსონში 16 ივლისს გამოვიდნენ და სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი წარმოადგინეს: ფრედერიკ ეშტონის „მარგარიტა და არმანი“, ჯორჯ ბალანჩინის „კონჩერტო ბაროკო“ და იური პოსოხოვის "საგალობელი".
„დიახ, ეს ის არის! შაბათ საღამოს აშშ-ს საერთაშორისო საბალეტო კონკურსის აუდიტორიამ პრიმა ბალერინასა და სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის მიერ შესრულებული მომაკვდავი გედი იხილა. მან ეს პირადად მიუძღვნა აშშ-ს საერთაშორისო ბალეტის კონკურსის საბჭოს ემერიტუს თავჯდომარეს, უილიამ დ. მოუნგერს, რომელიც 1986 წლიდან ამ ღონისძიების მფარველია და ამასთან Grand Prix Reunion Gala-ს მთავარი სპონსორიც არის. ნინოს ეს გამოსვლა პროგრამის სიურპრიზი იყო და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამის მონაწილეები გავხდით. მადლობა ნინო ანანიაშვილსა და უილიამ დ. მოუნგერს“ - აღნიშნულია ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გამოსვლა ჯექსონში რიჩარდ ფიკელშტაინმა ფირზე აღბეჭდა. ფოტო ალბომი შეგიძლიათ
გალერეაში იხილოთ.