ბორის ჟურილოვი

ბორის ჟურილოვი
დაიბადა ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი). დაამთავრა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია (ვიტალი ცვეტკოვის კლასი) და ჩაირიცხა მარიას თეატრის დასში.
მის რეპერტუარშია  სოლო პარტიები სხვადასხვა კლასიკურ ბალეტში:   „კორსარი“, „გედების ტბა“, „რაიმონდა“, „ბაიადერა“, „დონ  კიხოტი“, „ბაღჩისარაის შადრევანი“, „მაკნატუნა“, „რომეო და ჯულიეტა“; ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში: „სიმფონია დო მაჟორი“, „ძვირფასეულობა“, „ვალსი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“; ასევე შემეგ სპექტაკლებში: ალბერტო ალონსოს „კარმენი“, ფრედერიკ ეშტონის „სილვია“, იური გრიგოროვიჩის „ქვის  ყვავილი“, ალექსეი რატმანსკის „კონკია“, „ანა კარენინა“, ანჟელ პრელჟოკაჟის „პარკი“, საშა ვალცის „საღვთო გაზაფხული“, უეინ მაკგრეგორის „ინფრა“ და სხვ.
სხვადასხვა საბალეტო კომპანიების მიწვევით ბორის ჟურილიოვმა იცეკვა გრაფი ალბერი („ჟიზელი“), პრინცი ზიგფრიდი („გედების ტბა“), პრინცი დეზირე, ლურჯი ფრინველი („მძინარე მზეთუნახავი“), პრინცი („მაკნატუნა“),  პა დე დეები ბალეტიდან „ყვავილების ფესტივალი ჯენცანოში“, „კორსარი“, „ლეგენდა სიყვარულზე“ და სხვა.