ეკატერინე სურმავა

ეკატერინე სურმავა დაიბადა თბილისში. 2009 წელს დაამთავრა ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი ნინა დიდებულიძე). იმავე წელს მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 2012 წ. მაისიდან საბალეტო დასის სოლისტია.

მის რეპერტუარშია წამყვანი პარტიები: ოდეტა, პატარძლები, დიდი გედი, პა დე ტრუა („გედების ტბა“), ფრანგული თოჯინა, ფერია დრაჟე („მაკნატუნა“), ხასინტა („ლაურენსია“), ვარიაცია („დონ კიხოტი“), ჟოკეების ცეკვა („ციმბირიდან მოსკოვამდე“), მეშვიდე ვალსი („შოპენიანა“), ტერფსიქორე („აპოლონ მუსაგეტი“), ასევე სოლო პარტიები ბალეტებში: Сoncerto Barocco , „სერენადა“, Duo Concertant , „მოცარტიანა“, „სიმფონიური ვესტერნი“ (ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფია), „ვარიაციები“ (ა. რატმანსკის ქორეოგრაფია), „საგალობელი“(ი. პოსოხოვის ქორეოგრაფია), „დღესასწაული“, „ტაისი პა დე დე“, „კონსერვატორია“ (ფ. ეშტონის ქორეოგრაფია), „წამი გარდასახვამდე“ (თ. მაკინტაერის ქორეოგრაფია), „Petite Mort“ (ი. კილიანის ქორეოგრაფია), First Flash (ი. ელოს ქორეოგრაფია), „საიდუმლო ბაღი“ (ს. ევთიმოვას ქორეოგრაფია,) Petite Ceremonie (მ. ვალერსკის ქორეოგრაფია),
მონაწილეობდა საბალეტო დასის გასტროლებში აშშ, იაპონიაში, იტალიაში, ჩინეთში, ეკვადორში, ეგვიპტეში, ბელარუსში, უკრაინაში, ესტონეთში, აზერბაიჯანში, ესპანეთში.