იონენ ტაკანო

იონენ ტაკანო იონენ ტაკანომ საბალეტო მომზადება 2001-2008 წლებში იოკომას კიმიკა კიმურას „ბალეტის ატელიეში“ გაიარა, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში ა. ვაგანოვას სახელობის საბალეტო აკადემიაში სწავლობდა (ბორის ბრეგვაძის კლასი), რომელიც 2011 წელს დაასრულა.
 
2011 წლის სექტემბერში ი. ტაკანო სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის საბალეტო თეატრის დასის წევრი გახდა. კომპანიაში მისაღებად ტაკანო პირადად ნაჩო დუატომ შეარჩია. მის რეპერტუარში იყო სოლო პარტიები ნაჩო დუატოს ბალეტებში: Nunc Dimittis, Invisible, Duende, Multiplicity. Forms of Silence and Emptiness, ასევე შემდეგი როლები: მონადირე კაცი სოლისტი („მძინარე მზეთუნახავი“), ტიბალტის მეგობარი, კაპულეტი („რომეო და ჯულიეტა“), არლეკინი, ჩინური თოჯინა, თაგვი („მაკნატუნა“).
 
იონენ ტაკანომ კორეის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე Danseur Noble–ს პრიზი დაიმსახურა, ასევე, საერთაშორისო საბალეტო კონკურსის „არაბესკის“ და რუდოლფ ნურიევის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის დიპლომანტი, ჰელსინკის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ფინალისტია.
 
2014 წლის ივნისიდან იონენ ტაკანო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. მის რეპერტუარშია: ბაზილი („დონ კიხოტი“, ნ. ანანიაშვილის და ა. ფადეეჩევის რედაქცია), პრინცი, ფრანგული თოჯინა („მაკნატუნა“, ა. ფადეეჩევის ქორეოგრფია), ჟან დე ბრიენი („რაიმონდა“, ნ. ანანიაშვილის და ა. ფადეეჩევის რედაქცია), სოლო პარტიები ჯ. ბალანჩინის („ჩაიკოვსკი პა დე დე”, Symphony in C), ი. კილიანის (Petite Mort, Sarabande), თ. მაკინტაერის („ეს თავდაყირა სამყარო“), ი. პოსოხოვის („საგალობელი“) ბალეტებში.
 
2015 წელს იონენ ტაკანომ ნინო ანანიაშვილთან ერთად მთავარი როლი იცეკვა მიხეილ ფოკინის ბალეტში „ვარდის ზმანება“