დავით ანანელი

დავით ანანელი დავით ანანელმა 2003 წელს დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის   სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის  სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასში ბალეტის მსახიობად. 2010 წლიდან კი საბალეტო დასის სოლისტია.
 
მის რეპერტუარშია შემდეგი პარტიები: ჰანსი („ჟიზელი“, ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), ესპადა, ბოლერო („დონ კიხოტი“, ნ. ანანიაშვილისა და ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), ესპანური ცეკვა, მაზურკა, როტბარტი („გედების ტბა“, ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), მენგო, ცეკვა კასტანიეტებით („ლაურენსია“, ვ. ჭაბუკიანის ქორეოგრაფია, ნ.მაღალაშვილის რედაქცია), დროსელმაიერი, პრინცი ოშხადი, აღმოსავლური თოჯინა („მაკნატუნა“, ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), პარისი („რომეო და ჯულიეტა“, ლ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), პეტროვი („ციმბირიდან მოსკოვამდე“, ა. ბურნონვილის ქორეოგრაფია), ოქროს მონა („შეჰერეზადა“, მ. ფოკინის ქორეოგრაფია). სოლო პარტიები  ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში: Duo Concertant, „სერენადა“, „მოცარტიანა“, „სიმფონიური ვესტერნი“, ირჟი კილიანის Sechs Tänze, Stepping Stones, Sarabande, ალექსეი რატმანსკის ბალეტებში: „სიზმრები იაპონიაზე“, „ვარიაციები“, თრეი მაკინტაერის ბალეტში „წამი გარდასახვამდე“, იური პოსოხოვის ბალეტებში „საგალობელი“, „ანარეკლი“, ფრედერიკ ეშტონის ტაისი პა დე დე.