ნინო სამადაშვილი

ნინო სამადაშვილი დაიბადა თბილისში. 2011 წელს დაამთავრა ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი ლარისა ჩხიკვიშვილი). იმავე წელს მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 2014 წლის იანვრიდან საბალეტო დასის სოლისტია.
 
მის რეპეტუარშია: ოდეტა-ოდილია, დიდი გედები, პატარძლები („გედების ტბა“), ფერია დრაჟე („მაკნატუნა“), რაიმონდა, ვარიაცია („რაიმონდა), ჟიზელი, მირტა („ჟიზელი“) დრიადების მბრძანებელი, პირველი და მეორე ვარიაცია („დონ კიხოტი“), მეშვიდე ვალსი („შოპენიანა“), ირემა („გორდა“), ლაურენსია, პასკუალა („ლაურენსია“), წუნა („წუნა და წრუწუნა“), ფასკუნჯი („ფასკუნჯი“), ასევე სოლო პარტიები ბალეტებში: „მოცარტიანა“ (ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფია), „ბიზე-ვარიაციები“ (რატმანსკის ქორეოგრაფია), „საგალობელი“, „ანარეკლი“ (პოსოხოვის ქორეოგრაფია), „წამი გარდასახვამდე“ (მაკინტაერის ქორეოგრაფია), „კონსერვატორია“ (ბურნონვილის ქორეოგრაფია), „სერენადა“, „Concerto Barocco“, Symphony in C, „ჩაიკოვსკის პა-დე-დე“ (ბალანჩინის ქორეოგრაფია), „ფრთები“ (ალექსიძის ქორეოგრაფია), „საიდუმლო ბაღი“ (ევთიმოვას ქორეოგრაფია), „Petite Mort“ (კილიანის ქორეოგრაფია), Petite Cérémonie (ვალერსკის ქორეოგრაფია).
 
მონაწილეობდა საბალეტო დასის გასტროლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იაპონიაში, ესტონეთში, ფინეთში, ბელარუსიაში. არის რიგის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის Rigas Pavasaris 2013 პირველი ადგილის და გრან-პრის მფლობელი.