ნუცა ჩეკურაშვილი

ნუცა ჩეკურაშვილი დაიბადა თბილისში. 2011 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი ლარისა ჩხიკვიშვილი) და იმავე წელს მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 2014 წლიდან საბალეტო დასის სოლისტია.
 
მის რეპეტუარშია წამყვანი და სოლო პარტიები: ჩელიტა, ჩელიტას მეგობარი („დონ კიხოტი“), ოდეტა-ოდილია, პა დე ტრუა, პატარა გედი, პატარძლები, ნეაპოლური ცეკვა („გედების ტბა“), ჟიზელი („ჟიზელი“), ლიზა („ამაო სიფრთხილე“), მარი („მაკნატუნა“), ჯავარა („გორდა“), ლაურენსია („ლაურენსია“), ფასკუნჯი („ფასკუნჯი“), წუნა („წუნა და წრუწუნა“), რაინი, სოლისტი („ციმბირიდან მოსკოვამდე“), პა დე დე ბალეტიდან „ყვავილების ფესტივალი ჯენცანოში“, მაზურკა („შოპენიანა“), პა დ’ესკლავი („კორსარი“), ასევე წამყვანი პარტიები ბალეტებში: „ბიზე ვარიაციები“ (რატმანსკის ქორეოგრაფია), „საგალობელი“, „ანარეკლი“ (პოსოხოვის ქორეოგრაფია), „წამი გარდასახვამდე“, „ეს თავდაყირა სამყარო“ (მაკინტაერის ქორეოგრაფია), „კონსერვატორია“ (ბურნონვილის ქორეოგრაფია), სოლო პარტიები ბალეტებში „სერენადა“, „Concerto Barocco”, “Symphony in C“, „ტარანტელა“ (ბალანჩინის ქორეოგრაფია), „ფრთები“ (ალექსიძის ქორეოგრაფია) „საიდუმლო ბაღი“ (ევთიმოვას ქორეოგრაფია), Petite Mort (კილიანის ქორეოგრაფია), First Flash (ელოს ქორეოგრაფია), Petite Cérémonie (ვალერსკის ქორეოგრაფია).
 
მონაწილეობდა საბალეტო დასის გასტროლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იაპონიაში, ესტონეთში, ფინეთში, ბელარუსიაში.