ანდრი ჰავრილიუკი
2008 წლიდან სწავლობდა კიევის საბალეტო სკოლაში, 2015 წლიდან კიევის ქორეოგრაფიულ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, 2016-19 წლებში გერმანიაში, მიუნხენის ბალეტის აკადემიაში მუშაობდა. 2019 წლის სექტემბრიდან კი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტია.
რეპერტუარი:
პა დე ტრუა, პრინცი ზიგფრიდი - ჩაიკოვსკი, „გედების ტბა“
ფრანც ვარიაცია - დელიბი, „კოპელია“
სოლორი - მინკუსი, „ბაიადერა“
კოლენი - დობერვალი, „ამაო სიფრთხილე“
პრინცი დეზირე - ჩაიკოვსკი, „მძინარე მზეთუნახავი“
ვარიაციები ბალეტებში „სპარტაკი“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ასევე თანამედროვე ქორეოგრაფების ბალეტებში.
ჯილდოები:
ქორეოგრაფიული და კლასიკური ცეკვის მე -3 საერთაშორისო კონკურსი "იდეა", კიევი, უკრაინა, მეორე ადგილი (2013)
კლასიკური ცეკვის მე-8 საერთაშორისო კონკურსი “Glass slipper“, ხარკოვი, უკრაინა, მეორე ადგილი (2013)
"Youth America Grand Prix", ოც ფინალისტს შორის (2016)