ფილიპ ფედულოვი

ფილიპ ფედულოვი დაიბადა აშშ. ფილიპ ფედულოვი 2001-2009 წლებში სწავლობდა ფილადელფიის როკ სკოლაში, პენსილვანიაში (პედაგოგები ნატაშა ზიგერი და სერვი გალარდო). 2009-2010 წლებში სწავლა განაგრძო ფლორიდაში, ორლანდოს ბალეტში (პედაგოგები ოლივიერ მუნიოსი და პიტერ სტარკი). 2010 წელს კი ის ჰიუსტონის ბალეტში მიიღეს (პედაგოგი კლაუდიო მუნიოსი). 2011-2013 წლებში ფილიპ ფედულოვი ნიუ–იორკის ელისონის ბალეტის მსახიობი იყო (პედაგოგი ედვარდ ელისონი).
 
2013 წლიდან ფილიპ ფედულოვი თბილისის ზ. ფალიაშვილი სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. მის რეპერტუარშია წამყვანი როლები: ზიგფრიდი, პა დე ტრუა („გედების ტბა“), ესპადა („დონ კიხოტი“), ადაჟიო, პა დე კატრი („რაიმონდა“), სოლო პარტიები ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებში „სერენადა“ „მოცარტიანა“, ირჟი კილიანის „Petite Mort“ სა და „Sechs Tanze“-ში, იური პოსოხოვის „საგლობელში.“
 
2015 წლის მარტში მონაწილეობდა დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო საბალეტო და თანამედროვე ცეკვის კონკურსში, რომელიც გაიმართა 25-29 მარტს ბარიში, იტალია. ფილიპ ფედულოვმა პირველი ადგილი დუეტების კატეგორიაში ეკატერინე სურმავასთან ერთად.