მაჩი მუტო

მაჩი მუტო მაჩი მუტომ საბალეტო განათლების მიღება 3 წლის ასაკში, მინოკამი მაიუმის ბალეტის სტუდიაში (იაპონია) დაიწყო. 16 წლის ასაკში სწავლა ლონდონში, ინგლისის ნაციონალური ბალეტის სკოლაში (English National Ballet School) გააგრძელა, 2009 წელს კი ამსტერდამში, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის აკადემიაში (National Ballet Academy) სწავლობდა და კაროლინ საიო იურასთან კერძო გაკვეთილებს იღებდა. მოგვიანებით, ნორვეგიის ნაციონალური და ჰონგ კონგის ბალეტის კორდებალეტის მსახიობი იყო. ჰონგ კონგის ბალეტში ცეკვავდა სოლო პარტიებს შემდეგ ბალეტებში: Themes and Variations, „სერენადა“ (ჯ. ბალანჩინი), „მძინარე მზეთუნახავი“, „მაკნატუნა“, „დონ კიხოტი“, In Light and Shadow (ქ. პასტორი), „შოპენიანა“ (მ. ფოკინი) და „გედების ტბა“.

2015 წლის აგვისტოდან  მაჩი მუტო თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. მან სოლო პარტია იცეკვა ჯორჯ ბალანჩინის ბალეტში Symphoni in C.

მაჩი მუტო მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო საბალეტო კონკურსში. 2005 წელს პირველი ადგილი მიიღო იაპონიის საბალეტო კონკურსში, ასევე, ჰელსინკის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ფინალისტი (2013) და კორეის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის კორეის ბალეტის ფონდის ჯილდოს მფლობელია (2015).