მიხაილო სინიავსკი

მიხაილო   სინიავსკი დაიბადა უკრაინაში. 2000-2005 წლებში სწავლობდა დონეცკის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სკოლაში,  2005-2008 წლებში კი კიევის ქორეოგრაფიულ კოლეჯში. 2008 წლიდან 2013 წლამდე - ბავშვებისა და ახალგაზრდების კიევის ოპერისა და ბალეტის მუნიციპალური თეატრის ბალეტის სოლისტი, 2013 წლიდან 2016 წლამდე კი უკრაინის ნაციონალური ოპერის თეატრის   სოლისტი იყო.
 
მის რეპერტუარშია წამყვანი და სოლო პარტიები: პრინცი ზიგფრიდი, პა დე ტრუა, ნეაპოლიტანური ცეკვა, მასხარა („გედების ტბა“), პრინცი, ესპანური ცეკვა, მწყემსი („მაკნატუნა“), პრინცი დეზირე, ლურჯი ფრინველი („მძინარე მზეთუნახავი“), ალბერი („ჟიზელი“), ბაზილი, ესპადა („დონ კიხოტი“), რომეო, მერკუციო, ბენვოლიო („რომეო და ჯულიეტა“), პრინცი („კონკია“), ხულიგანი („ქალბატონი და ხულიგანი“), მაუგლი („მაუგლი“),  პრინცი („ფიფქია და შვიდი ჯუჯა“), პიტერი („პეტია და მგელი“), პრინცი ელფი („ცეროდენა“),  ჩიპოლინო („ჩიპოლინო“), ოქროს კერპი („ბაიადერა“), კუცი („ტყის სიმღერა“) ქერუბინო („ფიგაროს ქორწინება“).
არის კრაკოვის კლასიკური ცეკვის IV და V კონკურსის მეორე პრიზის მფლობელი (2005 და 2007 წლებში).