უილიამ პრატი

უილიამ პრატი უილიამ პრატი 2003-2006 წლებში ახალი ზელანდიის ცეკვის სკოლაში სწავლობდა, სადაც ეროვნული დიპლომი მიიღო. 2007-2009 წლებში მუშაობდა ახალი ზელანდიის სამეფო ბალეტში და მის რეპერტუარში იყო: მეორე წყვილის სოლო („ეკვილიბრიუმი“, კამერონ მაკმილანის ქორეოგრაფია); Pas de Quatre („რაიმონდა“, მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია); ესპანური ცეკვა („გედების ტბა“, რასელ ქერის ქორეოგრაფია); მეორე წყვილის სოლო (Abhisheka, ადრიან ბარნეტის ქორეოგრაფია); Theme and Deviations (ენდრიუ სიმონსის ქორეოგრაფია); უილიამ პრატი ცეკვავდა შემდეგ ბალეტებში: Sechs Tänze (ირჟი კილიანის ქორეოგრაფია); Divertimento N15 (ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფია); Jardi Tancat (ნაჩო დუატოს ქორეოგრაფია); პა დე დე (Already Dusk, ვალ კანიპაროლის ქორეოგრაფია); „ტროას თამაშები“ (რობერტ ნორტის ქორეოგრაფია); Nessun Dorma (ნატალი უეირის ქორეოგრაფია); „ფასადი” (ჯეფრი ტანის ქორეოგრაფია); „ქუჩის სიმღერები“ (ვალ კანიპაროლის ქორეოგრაფია). 

უილიამ პრატი პოლ გნატის Hawke’s Bay Ballet & Dance (2003, 2005 წწ.), ახალი ზელანდიის საცეკვაო სკოლის (2004 წ.), „ტოდ კორპორეიშენის“ (2007 წ.) სტიპენდიანტია. 2004 წელს ის ახალი ზელანდიის ბალეტის პრემიის ფინალისტი გახდა.

2009 წლიდან უილიამ პრატი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. მის რეპერტუარშია: რუსული ცეკვა, დროსელმაიერი („მაკნატუნა“ ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), ესპადა, გამაში („დონ კიხოტი“, ნ. ანანიაშვილის და ა. ფადეეჩვევის რედაქცია) , მეთევზეების ცეკვა („ციმბირიდან მოსკოვამდე“, ა. ბურნონვილის ქორეოგრაფია), ცეკვა კასტანიეტებით („ლაურენსია“ ვ. ჭაბუკიანის ქორეოგრაფია, ნ. მაღალაშვილის რედაქცია), როტბარტი, ესპანური ცეკვა („გედების ტბა“, ა. ფადეეჩევის რედაქცია). სოლო პარტიებს ცეკვავს ა. რატმანსკის („მანიერიზმის მშვენიერებანი“), ი. პოსოხოვის („საგალობელი“) ი. კილიანის (Sechs Tänze, Stepping Stones, Sarabande) ბალეტებში.