ანატოლი კუჩერუკი

ანატოლი კუჩერუკი დაიბადა უკრაინაში 1958 წელს. 1976 წელს  დაამთავრა კიევის სახელმწიფო საბალეტო აკადემია.
 
ა. კუჩერუკი იყო კიევის ბალეტის აკადემიის სოლისტი (1976), ლვოვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი (1976-1985), კიევის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის წამყვანი სოლისტი (1985-1992). მუშაობდა მოსკოვის დიდ თეატრსა და სანკტ-პეტერბურგის კიროვის თეატრში: ასაფ მესერერთან, ნატალია ბესმერტნოვასთან, მარინა კონდრატიევასთან, იური ვლადიმიროვთან, შამილ იაგუდინითან, ნადეჟდა პავლოვასთან, ბორის აკიმოვთან, ნინა სემიზოროვასთან, მიხეილ ლავროვსკისთან, ოლეგ ვინოგრადოვთან, სონია აროვასთან და სხვებთან.
 
მის რეპერტუარში იყო წამყანი პარტიები ბალეტებში „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ამაო სიფრთხილე“, „პარიზის ალი“, „კორსარი“, „დონ კიხოტი“, „რასპუტინი“, „ესმერალდა“, „პახიტა“, „ჟიზელი“, „მაკნატუნა“, „ბაიადერა“, „სპარტაკი“ და სხვ.
 
მონაწილეობდა სხვადასხვა საბალეტო დასების საგასტროლო ტურნეში: ავსტრალიაში, ჰოლანდიაში, ახალ ზელანდიაში, გერმანიაში, თურქეთში, ისრაელში, ინგლისში, ინდოეთში, ავსტრიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, სინგაპურში, მალაიზიასა და აშშ-ში. ჯონ კლიფორდის მიწვევით საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, „ნიუ იორკ სითი ბალეს“ სოლისტთან ალეგრა კენტთან ერთად, 1989 წელს, აშშ-ს 27 შტატში გამოდიოდა. იყო პირველი საბჭოთა მოცეკვავე, რომელმაც შეასრულა წამყვანი პარტია ბალანჩინის ბალეტში  Allegro Brilliante  აშშ-ში.
 
ა. კუჩერუკი იყო Ballet West (აშშ) მიწვეული წამყვანი სოლისტი (1991), La Jolla Festival Dance Center (ა.შ.შ.), მიწვეული წამყვანი მოცეკვავე (1992), და ალაბამას სახელმწიფო ბალეტის მიწვეული წამყვანი მოცეკვავე (1994).
 
1987 წლიდან ა. კუჩერუკი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბალეტის პედაგოგად კიევის სახელმწიფო მუსიკალური თეატრში, რუსეთის ბალეტის ინსტიტუტსა და მურაის საბალეტო ცენტრში (აშშ), La Jolla ფესტივალს ცეკვის ცენტრში (აშშ), ბირმინგჰემის სამხეთ კოლეჯში (აშშ), კიროვის ბალეტის აკადემიაში, ვაშინგტონში (აშშ). 2011 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. მისი მოსწავლეები არაერთი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის გამარჯვებულები არიან.
 
ანატოლი კუჩერუკი არის კიევის ნაციონალური (1977, 1978), მოსკოვის (1979,1981), ვარნის საერთაშორისო (1980                ), მოსკოვის საერთაშორისო საბალეტო კონკურსების ვერცხლის მედლის ლაურეატი, არის უკრაინის დამსახურებული არტისტი (1983), როგორც საუკეთესო პედაგოგი დაჯილდოებულია American Grand Prix -ით (2006).