მაია ზურაშვილი

მაია ზურაშვილი დაიბადა 1962 წლის 19 მაისს თბილისში. 1972-78 წლებში სწავლობდა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1978-79 წლებში კი – ა. ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (სანკტ-პეტერბურგი), ნატალია დუდინსკაიას ხელმძღვანელობით.
1980 წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასში.
1987 წელს ბალეტის ახალგაზრდა მსახიობთა ამიერკავკასიის კონკურსის ლაურეატი გახდა.
რეპერტუარი:
ჟიზელი („ჟიზელი“), ჩელიტა („დონ კიხოტი“), ნიკეა („ბაიადერა“), სილფიდა („სილფიდა“), ჯავარა („გორდა“), კარმენი („კარმენ-სუიტა“), ლიზა („ამაო სიფრთხილე“), შეჰერეზადა („ათას ერთი ღამე“), სოლო პარტიები გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტებში.
2005 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ვ.ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში.
1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.