მარინა ალექსიძე
საქართველოს დამსახურებული არტისტი
დაიბადა 1949 წლის 22 ივნისს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. (პედაგოგები თ. ვიხოდცევა, ვ. ჭაბუკიანი), 1975 წელს კი – ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი.
1967-1994 წლებში წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.
რეპერტუარი:
კიტრი („დონ კიხოტი“), ოდეტა-ოდილია („გედების ტბა“), მირტა („ჟიზელი“), გრან პა („რაიმონდა“), ბესი („პორგი და ბესი“, მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), დეზდემონა, ემილია („მავრის პავანა“ ხ. ლიმონის ქორეოგრაფია), კარმენი („კარმენ-სიუიტა“ ალონსოს ქორეოგრაფია), სოლო პარტიები ჯ. ბალანჩინის ბალეტში „სერენადა“, გ. ალექსიძის ბალეტებში: კლიტემენსტრა („ორესტეა“), მედეა („მედეა“), ბახის „ჩაკონა“.
1988-90 წლებში მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგად.
1992-1994 წლებში იყო ბალეტმაისტერ გიორგი ალექსიძის ასისტენტი.
1994-2004 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გამგე.
1980 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
1987-97 წლებში მიწვეული იყო ტალინის, კიშინიოვის, ეკატერინბურგის, პერმის, ნოვოსიბირსკის, ალმა-ატის, ერევნის, დუშანბეს, კრასნოდარის ოპერისა და ბალეტის თეატრებში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორად.
2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.