ირინე ჯანდიერი

ირინე ჯანდიერი საქართველოს სახალხო არტისტი

დაიბადა 1940 წლის 10 ნოემბერს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. (პედაგოგი ა. წერეთელი)
1959-1990 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.
რეპერტუარი:

ოდეტა-ოდილია („გედების ტბა“), კიტრი, დრიადების მბრძანებელი  („დონ კიხოტი“), მირტა („ჟიზელი“), გამზათი („ბაიადერა“), ირემა („გორდა“), მარი („მაკნატუნა“), პრინცესა ფლორინა, ავრორა („მძინარე მზეთუნახავი“), ლაურენსია („ლაურენსია”), სვანილდა („კოპელია“), სოლო პარტიები ბალეტებში: „სერენადა“, „თემა ვარიაციებით“ (ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფია), „შოპენიანა“, „პახიტა“.

1968 წელს კლასიკური ბალეტის მსახიობთა საკავშირო (ყოფილი სსრკ) კონკურსზე ლაურეატის პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. 1969 წელს მოსკოვში გამართულ პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე მესამე პრემიის ლაურეატი გახდა.
1976 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

1991 წლიდან თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.