ნათია ცვარიანი

ნათია ცვარიანი 1998 წ. დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი (პედაგოგი რ. აბაშიძე).

1998 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობად მიიღეს. თეატრში მუშაობის პარალელურად 1999-2002 წ.წ. სწავლობდა სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში კლასიკური და მსოფლიო ხალხთა ცეკვის პედაგოგ-რეპეტიტორის ფაკულტეტზე ნ. დიღმელაშვილის ხელმძღვანელობით.

2007 წ. თეატრის საბალეტო დასთან ატარებდა სახასიათო ცეკვების რეპეტიციებს სხვადასხვა საბალეტო სპექტაკლებისათვის.

2011 წ. თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორია.