ნინო ოჩიაური

ნინო ოჩიაური 1993 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული  სასწავლებელი (პედაგოგები: თ. ვიხოდცევა, ნ. ზოლოტოვა და ნ. სილვანოვიჩი). 1993 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასში ბალეტის მსახიობად. 1994-1996 წლებში მუშაობდა მოსკოვის „აკადემია რენესანს ბალეტის“ დასში ნ. ფადეეჩევის ხელმძღვანელობით.

რეპერტუარი:

1997-2012 წლებში ნინო ოჩიაური თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო და ცეკვავდა შემდეგ წამყვან პარტიებს:  მირტა, ჟიზელი („ჟიზელი“,  ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), ჯავარა („გორდა“, ვ. ჭაბუკიანის ქორეოგრაფია), პა დე ტრუა, დიდი გედი („გედების ტბა“, ა. ფადეეჩევის ქორეოგრაფია), ლუსია, ვარიაცია, მეგობარი („დონ კიხოტი“ ნ. ანანიაშვილისა და ა. ფადეეჩევის რედაქცია), ესპანური ცეკვა, ინდური თოჯინა („მაკნატუნა“ ი. გრიგოროვიჩის ქორეოგრაფია), ხასინტა („ლაურენსია“, ვ. ჭაბუკიანის ქორეოგრაფია, ნ. მაღალაშვილის რედაქცია), ბოშა ქალი („ორი მტრედი“ ფ. ეშტონის ქორეოგრაფია), კატა (ფ. ეშტონის ამავე სახელწოდების მინიატურა), სვანილდა („კოპელია“), ბესი („პორგი და ბესი“, მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია); სოლო პარტიებს ჯ. ბალანჩინის ბალეტებში: „სერენადა“, „აპოლონ მუსაგეტი“, „სიმფონიური ვესტერნი“, „დონიცეტი ვარიაციები“, „ჩაკონა“, „ტარანტელა“; ფ. ეშტონის „დღესასწაული“; ა. რატმანსკის ბალეტებში: „სიზმრები იაპონიაზე“, „ვარიაციები“, თ.მაკინტაერის ბალეტში „წამი გარდასახვამდე“ და გ. ალექსიძის თანამედროვე ბალეტებში.
2005 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერთან სერგეიფილინთან ერთად, იცეკვა წამყვანი პარტია ალექსეი რატმანსკის ბალეტში „ლეა“.

2012 წლიდან ნ. ოჩიაური საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია