სვეტლანა გოჩიაშვილი

სვეტლანა გოჩიაშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტი
 
დაიბადა 1949 წლის 26 აგვისტოს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
1967-1994 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო.

რეპერტუარი:

კიტრი („დონ კიხოტი“), მირტა („ჟიზელი“), Gგამზათი, ნიკია („ბაიადერა“), ბესი („პორგი და ბესი“), კარმენი („კარმენ-სუიტა“), მედეა („მედეა“), ირემა, ჯავარა („გორდა“), ლაურენსია („ლაურენსია“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“).

1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

1994 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.

1990-95 წლებში მუშაობდა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგად.
2005 წელს ბელგრადის (იუგოსლავია) მუსიკალურ თეატრში აღადგინა „ჟიზელი“.