State Opera of Georgia
  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
 სეზონი 167
 
24 ნოემბერი, 2018

Symphony in C
 
მუსიკა: ჟორჟ ბიზე, სიმფონია № 1
დამდგმელი ბალეტმაისტერი: ბენ ჰაისი
კოსტიუმების მხატვარი: ნინო ანანიაშვილი
დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია
 
სოლისტები:
 ნუცა ჩეკურაშვილი (პირველი გამოსვლა),   ბორის ჟურილოვი (პირველი გამოსვლა)
ნინო სამადაშვილი, დავით ანანელი
რუიკა იოკოიამა (პირველი გამოსვლა),იონენ ტაკანო  
მარი ელოშვილი(პირველი გამოსვლა), რაფაელ სპაიკერი (პირველი გამოსვლა)

 
პიოტრ ჩაიკოვსკი
სერენადა
 
დამდგმელი ბალეტმაისტერები: ბარტ კუკი, მარია კალეგარი

ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა,

დავით ანანელი, ფილიპ ფედულოვი

დამდგმელი დირიჟორი: ზაზა კალმახელიძე
საბალეტო დასი მადლობას უხდის მერილინ ბურბენკს, Mirella Dancewear
პრეზიდენტს, „სერენადას“ კოსტიუმების გადმოცემისათვის
 
 
 მოცარტიანა
 
 მუსიკა: პიოტრ ჩაიკოვსკი, სუიტა #4, მოცარტიანა. თხზ. 61 (1887)

 ეკატერინე სურმავა, იონენ ტაკანო
ჯიგა  - აგელოს ანტონიუ (პირველი გამოსვლა)

დამდგმელი ბალეტმაისტერები: ბარტ კუკი, მარია კალეგარი
დამდგმელი მხატვარი: რუბენ ტერ-არუთინიანი
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა კალმახელიძე
კოსტიუმების მხატვარი: ნათია სირბილაძე
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
   დირიჟორი: დავით მუქერია


ბალეტის ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
 
 *დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ 
მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
ჯორჯ ბალანჩინის ბალეტების დადგმა განხორციელდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან თანამშრომლობით და შეესაბამება ბალანჩინის სტილსა და ბალანჩინის ტექნიკას (Balanchine Style© and Balanchine Technique©).
Symphony in C
„სიმფონია დო მაჟორი“ ბიზემ პარიზის კო ნსერვატორიაში შარლ გუნოსთან  სწავლის დროს,  17 წლის ასაკში შექმნა. ხელნაწერი ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ 1933 წელს, კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში აღმოჩენის შემდეგ გამოქვეყნდა. ბალანჩინმა დაკარგული პარტიტურის შესახებ პირველად იგორ სტრავინსკისაგან შეიტყო. ქორეოგრაფს მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა პარიზის ოპერის საბალეტო დასთან ბიზეს სიმფონიაზე ერთმოქმედებიანი ბალეტი დაედგა, რომელსაც  „ბროლის სასახლე“ უწოდა. ბალეტის პრემიერა 1947 წელს გაიმართა, იმ პერიოდში, როდესაც ბალანჩინი გრანდ ოპერის მიწვეულ ბალეტმაისტერად მუშაობდა. მომდევნო წელს ბალეტი ბალანჩინმა „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველივე  პროგრამაში შეიტანა სადაც   მან დეკორაციებიც და კოსტიუმებიც გაამარტივა და სახელწოდებაც შეუცვალა. ამ დღიდან ბალეტს „Symphony in C“ ქვია.
 
 
სერენადა - ცეკვა მთვარის შუქზე
 
ბალეტი „სერენადა“ გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი პირველი ნამუშევარი. ამერიკაში ჩასვლიდან სულ მოკლე ხანში, ლინკოლნ კირსტაინთან და ედუარდ მ. მ. უორბურგომთან ერთად, ნიუ იორკში ამერიკის საბალეტო სკოლა გავხსენი. პროგრამაში სასცენო ოსტატობის საღამოს გაკვეთილები ჩავსვი, რადგან მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა, როგორ განსხვავდება სცენაზე გამოსვლა კლასში მუშაობისაგან. „სერენადა“ გახდა იმ გაკვეთილების შედეგი, რომელსაც მე ვაძლევდი...
 
ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბალეტი გარკვეულ სიუჟეტს ატარებს. ეს ასე არა არის. მასში მოცეკვავეები შესანიშნავი მუსიკის თანხლებით უბრალოდ მოძრაობენ. ერთადერთი სიუჟეტი ამ ბალეტისა – ეს არის სერენადის მუსიკა, თუ გნებავთ – ეს არის ცეკვა მთვარესთან ერთად.
 
იმის მიუხედავად, რომ ჩაიკოვსკის პიესა არ იყო გათვალისწინებული ბალეტისათვის, მისი ოთხივე ნაწილის საცეკვაო ხასიათი სხვადასხვა ემოციისა და სიტუაციის არსებობის საშუალებას იძლევა. ამიტომაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბალეტს აქვს თავისი სიუჟეტური საფუძველი და მაყურებელი მასში ხედავს და ასხვავებს თავის მუსიკას და თავის ცეკვას. „სერენადამ“ რამდენიმე რედაქციული ცვლილება განიცადა.
 
(ჯორჯ ბალანჩინის წიგნიდან „ას ერთი მოთხრობა დიდ ბალეტზე“
ფ. მეისონთან თანაავტორობით)
 
 
 
მოცარტიანა
 
ჯორჯ ბალანჩინის მიერ 1933 წელს თავისი პატარა დასისათვის („ბალე 33“), პარიზში,დადგმული ბალეტის „მოცარტიანას“ მუსიკალური საფუძველი გახდა პიოტრ ჩაიკოვსკის მიერ გაორკესტრებული ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საფორტეპიანო პიესები. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკასთან. იმავე წელს ბალანჩინი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მოკლე დროში დადგა ამ ბალეტის შეცვლილი ვერსია.
 
1981 წელს ჯორჯ ბალანჩინმა ამ ბალეტის ახალი რედაქცია წარმოადგინა. მისი მეორე „მოცარტიანა“ შექმნილი იყო ისეთი მაყურებლისათვის, რომელიც აფასებდა და კარგად იცნობდა XX საუკუნის კლასიკურ ბალეტს. ეს კამერული ხასიათის ნაწარმოები ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედებაში ერთ-ერთი უკანასკნელი აღმოჩნდა მსგავსად მოცარტის „რექვიემისა“ და ჩაიკოვსკის  მეექვსე სიმფონიისა.
 
ჯორჯ ბალანჩინი, ბალეტის პრემიერიდან ორი წლის შემდეგ, 1983 წლის 30 აპრილს, წმინდა ლაზარეს ხსენების დღეს გარდაიცვალა. იმ დღეს ლინკოლნ კირსტაინმა თქვა: „ბალანჩინის სული იმ ქვეყნად მოცარტის, ჩაიკოვსკისა და სტრავინსკის სულებს შეუერთდა, ის რომ დღეს ვცეკვავთ უკვდავს ხდის დიდი მაესტროს სახელს“.
 
პირველი მოცეკვავე, რომელმაც სიუზან ფარელი შეცვალა ბალერინის ამ რთულ როლში, მარია კალეგარი გახლდათ. სწორედ მან და მისმა მეუღლემ - ბარტ კუკმა დადგეს ბალეტი თბილისში.   პრემიერა   მოცარტის გარდაცვალების 250 წლისთავს მიეძღვნა.
 
 


  • აფიშა
    • News
    • ოპერის სეზონი 2021-2022
    • ბალეტის სეზონი 2021-2022
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2022, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი