State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 167
 
3 მარტი, 2019 
 
ალექსანდერ კრეინი
ლაურენსია
ბალეტი ორ მოქმედებად
ლოპე დე ვეგას პიესის „ცხვრის წყაროს“ მიხედვით
 
ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია
ნინო ანანიაშვილის ლიბრეტო, ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
 
 ლაურენსია - ნუცა ჩეკურაშვილი
ფრონდოსო - იონენ ტაკანო
 
დამდგმელი ქორეოგრაფის კონსულტანტები - ლილიანა მითაიშვილი (საქართველოს სახალხო არტისტი), ირინე ჯანდიერი (საქართველოს სახალხო არტისტი)
 დამდგმელი მხატვარი - დავით მონავარდისაშვილი
დამდგმელი დირიჟორი - ზაზა კალმახელიძე
კოსტიუმების მხატვარი - ალექსანდრ  ვასილიევი
განათების მხატვარი - ჯონ რიდი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი- ეკატერინე შავლიაშვილი
 
 
პრემიერა შედგა 2017 წლის 21 ივნისს
 
 
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი
 დირიჟორი - დავით მუქერია
 
  ბალეტის  ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
კრეინის ორმოქმედებიანი ბალეტ „ლაურენსიას“ პრემიერა 1939 წ. 22 მარტს ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში (ახლა მარიას თეატრი) შედგა. დეკორაციები და კოსტიუმები სპექტაკლისათვის სოლომონ ვირსალაძემ შექმნა. მთავარ პარტიებს ვახტანგ ჭაბუკიანი და  ნატალია დუდინსკაია ასრულებდნენ.
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა ეს ბალეტი 1948 წ. 14 ნოემბერს დადგა. ლეგენდარულ მოცეკვავეს პარტნიორობას ვერა წიგნაძე უწევდა. მას შემდეგ თეატრის სცენაზე ბალეტი არაერთხელ იქნა აღდგენილი.  ბოლო აღდგენა 2007 წელს, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ინიციატივით  მოხდა (ქორეოგრაფიული რედაქცია ნ. მაღალაშვილს ეკუთვნოდა). 
 
2014 წელს მინსკში, ბელარუსის ოპერისა და ბალეტის დიდი აკადემიური ნაციონალური თეატრის სცენაზე, ნინო ანანიაშვილმა „ლაურენსიას“ ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია დადგა. ბალეტის ამ ვერსიაში ქორეოგრაფიული ტექსტი ყველაზე უფრო ახლოსაა ჭაბუკიანის დადგმასთან.  ნინო ანანიაშვილს კონსულტაციებს უწევდნენ ის მოცეკვავეები, რომლებიც უშუალოდ ჭაბუკიანთან მუშაობდნენ და მასთან ერთად ცეკვავდნენ „ლაურენსიაში“.
 
2017 წლის 21 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ლაურენსიას“ ახალი ქორეოგრაფიული რედაქციის პრემიერა გაიმართება.
შინაარსი
 
მოქმედება XV საუკუნეში ხდება, ესპანურ სოფელში - ფუენტე ოვეხუნა, რომელიც კალატრავას ორდენის კომანდორის ფერნანდო გომეს დე გუსმანის  მფლობელობაშია.
 
პირველი მოქმედება
 
პირველი სურათი
გლეხები კომანდორ გომესის დასახვედრად ემზადებიან და მისი წარმატებული სამხედრო ლაშქრობის აღსანიშნავად სოფელს საზეიმოდ რთავენ.თუმცა, სოფელში კომანდორი არ უყვართ, რადგან ის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და გოგონებზე ძალადობს.
 
ახალგაზრდა ფრონდოსოს თავდავიწყებით უყვარს ალკალდის (თემის მეთაურის) ესტებანის ქალიშვილი ლაურენსია და ყოველი შეხვედრისას სიყვარულს უხსნის. ლაურენსია კი მის გრძნობებს მასხრად იგდებს. ლაურენსიას მეგობარი პასკუალა და მასში შეყვარებული მენგო თანატოლებთან ერთად ერთობიან.
 
გამოჩნდება კომანდორი ჯარისკაცებთან ერთად. მათ მთელი სოფლის სახელით ესალმება ესტებანი, თუმცა გომესის ყურადღებას ლაურენსია და პასკუალა იქცევენ. კომანდორის მსახურები - ფერნანდო და ორტუნიო ეშმაკობით და ძალდატანებით  ცდილობენ შეიტყუონ გოგონები ბატონის სასახლეში. მენგოს დახმარებით ისინი თავს დააღწევენ განსაცდელს.   
 
 
 
მეორე სურათი
 
ადრიანი დილაა. გოგონები წყაროსკენ მიემართებიან. ისმის საყვირის ხმა: კომანდორი სანადიროდ მიემგზავრება. წყაროსთან ის ლაურენსიას გადაეყრება, რომელსაც  აქ  პაემანი აქვს დანიშნული ფრონდოსოსთან. გომესის დანახვაზე ლაურენსია  ფრონდოსოს ევედრება დაიმალოს. კომანდორი გადადებს მშვილდს და  ლაურენსიას დამორჩილებას ცდილობს. ამ დროს გამორბის ფრონდოსო და კომანდორის მშვილდს იღებს ხელში და აიძულებს  მას გოგონას გაეცალოს. ლაურენსია დახმარებისთვის სოფელში გარბის. შეურაცხყოფილი გომესი იმუქრება, რომ პასუხს აგებინებს ფრონდოსოს და შურს იძიებს მასზე.
 
წყაროსთან პასკუალა და  გლეხის სხვა გოგონები მოდიან. მოდის მენგოც. მის გამოჩენასთან ერთად, როგორც ყოველთვის, მხიარულება იწყება. ამ დროს, დახეული კაბით  შემორბის შეშინებული ხასინტა, რომელსაც კომანდორის მთვრალი მსახურები მოსდევენ. წყაროსთან მყოფი გოგონები გაქცევით შველიან თავს. მენგო მსახურების უხეში თავდასხმისგან ხასინტას დაცვას ცდილობს და წყაროსთან ჯარისკაცების თანხლებით დაბრუნებულ კომანდორს მომხდარის შესახებ უყვება. კომანდორი მსახურებს უბრძანებს მენგო გაროზგონ, ხასინტას კი მათ გასართობად  გადასცემს.
 
ამ დროს გამოჩნდება მაცნე, რომელსაც მოაქვს ორდენის მაგისტრის წერილი. გომესი ლაშქრობას უნდა გაუძღვეს. ლაურენსიას წყაროსთან, მენგოს და ფრონდოსოს  დასახმარებლად, გლეხები და პასკუალა მოჰყავს. ნაცემი მენგოც გამოჩნდება, რომელსაც პასკუალა ეგებება, ხოლო უვნებელ ფრონდოსოს მისი სიმამაცით აღფრთოვანებული ლაურენსია სიყვარულში უტყდება.
 
 
მეორე მოქმედება
 
მესამე სურათი
კომანდორის ლაშქრობაში ყოფნის დროს, ლაურენსიას და ფრონდოსოს ქორწილი იმართება მშობლებისა და მთელი სოფლის სასიხარულოდ.
 
ქორწილში მხიარულებას არღვევს ხასინტა, რომელიც დამწუხრებული თავის ამბავს ატყობინებს ლაურენსიას, მაგრამ ლაურენსია და პასკუალა მის გამხიარულებას ახერხებენ.
 
ქორწილის დროს სოფელში ბრუნდება კომანდორი, რომელიც შურისძიების მიზნით ჩაშლის ზეიმს და ფრონდოსოს დაპატიმრების ბრძანებას გასცემს. იჭერენ ლაურენსიასაც, რომელმაც   ქმრის დაცვა სცადა.
 
 
მეოთხე სურათი
სოფლის მაცხოვრებლები სათათბიროდ იკრიბებიან. მათი მოსაზრებები ორად იყოფა - ნაწილი მზადაა ახლავე გაუსწორდეს დაუნდობელ ბატონს, სხვები შიშით ხმას ვერ იღებენ. კამათის დროს გაწეწილი თმებით, სისხლიანი სამოსით და  სხეულზე იარებით შემორბის ლაურენსია. მისი მონათხრობი, რომელიც კომანდორის სასახლეში თავს გადამხდარ შეურაცხყოფას, დამცირებას და წამებას ეხება, შეკრებილებზე საშინელ შთაბეჭდილებას ახდენს. ლაურენსია თანასოფლელებს მოუწოდებს კომანდორის წინააღმდეგ აჯანყდნენ  და თუ სოფელს აღარ ჰყავს მამაკაცები - მაშინ ქალები თავად შეძლებენ საკუთარი ღირსების დაცვას. გადაწყვეტილება მიღებულია - მოსახლეობა მიდის კომანდორის სასახლის  ასაღებად.
 
 
მეხუთე სურათი
აჯანყებულები კომანდორის სასახლეში შერბიან. ჯარისკაცები დანებდნენ. ციხიდან გათავისუფლებული ფრონდოსო ორთაბრძოლაში კომანდორ გომესს ამარცხებს.
 
აჯანყებული ხალხი ფიცს დებს, რომ საკუთარ თავისუფლებას დაიცავს.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
    • ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი