State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
 
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
 
სეზონი 168
 
16 სექტემბერი, 2019 19.00
 
 ნატალი
 
ბალეტი ორ მოქმედებად
 
ნატალი - ნუცა ჩეკურაშვილი
ყიფიანი - იონენ ტაკანო

ავგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია
 
  ფრენკ ანდერსენის და დინა ბიორნის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია და დადგმა
აღდგენილია ფრენკ ანდერსენის, დინა ბიორნის, ევა კლობორგის და ანა მარი ვესელ შლიუტერის მიერ
მუსიკა: კარლ ქრისტიან მიოლერი
პიოტრ ჩაიკოვსკი. საზეიმო უვერტიურა (დანიის ეროვნულ ჰიმნზე) თხზ.15
ზაქარია ფალიაშვილი.  ლეკური ოპერიდან „დაისი“
ზურაბ ნადარეიშვილის გაორკესტრება

 
დამდგმელი დირიჟორი:  ჰენრიკ ვან კრისტენსენი  
დამდგმელი მხატვარი: დავით მონავარდისაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ალექსანდერ ვასილიევი
ბალეტმაისტერები ეკატერინე შავლიაშვილი და ნინო ოჩიაური
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი სებასტიან კლობორგი
კოსტიუმების მხატვარ-შემსრულებელი: ნათია სირბილაძე
მუსიკალური კონსულტანტი: ოლე ნიორლინგი
დრამატურგიული დახმარება: ქრისტიან კრონმანი
განათება: ჯესპერ კონგშაუგი
ბალეტის პრემიერა შედგა დანიის სამეფო თეატრში
კოპენჰაგენი, 1876 წლის 29 ნოემბერი
პრემიერა თბილისში-  2009 წლის 22 ოქტომბერი
ახალი ვერსიის პრემიერა - 2019 წლის 16 ოქტომბერი
 
 თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება
ბალეტ  „ნატალის“ აღდგენის იდეა ჩემს მეგობართან – ნინო ანანიაშვილთან მრავალი საუბრისა და შეხვედრის დროს გაჩნდა, რომელთანაც ოცდაათ წელზე მეტი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ნინოს 80-იანი წლების გვიანდელი პერიოდიდან ვიცნობ, როდესაც დანიის სამეფო საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, ის კი დანიაში  ხშირად გვსტუმრობდა ჩემს ცოლს და მე. ეს ურთიერთობა მალე მეგობრობაში გადაიზარდა. ერთად გატარებული დიდი და მშვენიერი დროის განმავლობაში, ვიფიქრეთ, ბურნონვილის 1876 წელს დადგმული ბოლო ბალეტი აღგვედგინა თბილისში, სადაც ნინო რამდენიმე წლის წინ დაინიშნა  საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად. ფიქრი იდეად იქცა, იდეა კი-პროექტად.
 
 
დანიის სამეფო თეატრში ამ ბალეტის პრემიერიდან 143 წელი გავიდა. ჩვენ კვლავ საქართველოში ვართ და „ნატალის“ 2009 წლის პრემიერიდან (დამდგმელი დირიჟორი დავით მუქერია) ათი წლის თავზე, კვლავ ვდგამთ მის ახალ ქორეოგრაფიულ ვერსიას. ნინოს და მისი თანამოაზრეების მიერ ამ პროექტის მნიშვნელობის განჭვრეტა მოსალოდნელი იყო. დასის წინსვლას ნინოს ხელმძღვანელობის დაწყებიდან ვადევნებ თვალს. აქ მრავალი საოცარი რამ მოხდა. ეს ძლიერი და პერსპექტიული მოცეკვავეების შესანიშნავი ნაკრებია, რომლებსაც მოსმენის, სწავლისა და იმ გამოწვევების მიღების უნარი გააჩნიათ, რომლებსაც ისინი ქორეოგრაფიის ახალ სამყაროში გადაჰყავს.
 
ავგუსტ ბურნონვილის შემოქმედებისა და მისი სტილის მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში მატულობს და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბალეტი პირველი დასი იქნება, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ ახალ პრემიერას ავგუსტ ბურნონვილის უკანასკნელი ბალეტისა „ნატალი“.
 
ფრენკ ანდერსენი
დამდგმელი ქორეოგრაფი, დანიის რაინდთა ორდენის კავალერი
 
შინაარსი
 
პროლოგი
პირველი მოქმედების პროლოგი და ეპილოგი დიდი თეატრის ფოიეში 1874 წელს ხდება
 
დანიელი ქორეოგრაფი ავგუსტ ბურნონვილი დიდ თეატრში მარიუს პეტიპას ხვდება. პეტიპა მოუთხრობს ამბავს სამხრეთ ციმბირში გადასახლებული ახალგაზრდა ოფიცერზე, რომელმაც, ხანდაზმულ არისტოკრატთან და მის ქალიშვილთან ერთად, გადასახლებიდან თავის დაღწევა მოახერხა.  ბურნონვილი ინტერესდება და პეტიპაც დაწვრილებით უამბობს...
 
 
პირველი მოქმედება
სამხრეთ ციმბირი, 1873 წელი
 
განდევნილი თავადი და მწერალი სმირნოვი ნადირობიდან ბრუნდება. მისი გუნება დამძიმებულია საკუთარ მძიმე ბედისწერაზე ფიქრით, თუმცა განწყობილება ქალიშვილის, ნატალის დანახვაზე გამოუსწორდება, რომელიც ახალგაზრდა ოფიცერ ყიფიანთან   ერთად გაყინულ ტბაზე სრიალებს. ყიფიანიც გადასახლებულია, მას დუელში ოფიცერი შემოაკვდა.
 
სმირნოვი კვლავ 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის რუსეთში გადმოტანაზე ფიქრობს, რაც მათი გადასახლებისა და უბედურების მიზეზი გახდა. ნატალი  მამის დამშვიდებას ცდილობს და არფას აწვდის. ისინი მხიარულად ცეკვავენ და ბედნიერ დღეებს იგონებენ.
 
შემოდის ყიფიანი, სმირნოვს ესალმება და რამდენიმე წიგნს გადასცემს. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთსიმპათია მამის თვალს არ გამოჰპარვია. ამ დროს ქოხში, რამდენიმე პირის თანხლებით, შემოდის ნახევრად მთვრალი პეტროვი, კაზაკთა მეთაური. ის სმირნოვს თავიდან ფეხამდე უნდობლად შეათვალიერებს და საჭირო რაოდენობის ბეწვეულის გადაცემას მოსთხოვს. პეტროვი ახალგაზრდა წყვილს შენიშნავს, ნატალის დემონსტრაციულად დაუხრის თავს და გაახსენდება, რომ მნიშვნელოვანი საქმე აქვს ოფიცერთან. იგი ყიფიანს საზეიმო ვითარებაში სამეფო შეტყობინებას წარუდგენს, რომელიც მისი გადასახლების გადაწყვეტილებას აუქმებს და ოფიცრის უზბეკეთში, თურქმენეთის საზღვართან განლაგებულ ჯარში დაბრუნების განკარგულებას აძლევს. ყიფიანი პეტროვს გადაეხვევა და ზეიმის მოწყობას გადაწყვეტს.
 
მამა-შვილი ყიფიანს ახალ ამბავს მიულოცავს. ნატალი ყიფიანს სამახსოვროდ მედალიონს გადასცემს. ახალგაზრდა ოფიცერი ახლა გაიაზრებს, რომ საყვარელ ადამიანს უნდა დაშორდეს. ყიფიანი მამა-შვილს გაქცევის  გეგმას აცნობს და მოუწოდებს მათ, მზად იყვნენ მასთან ერთად გასაქცევად. ნატალი ცდილობს გადააფიქრებინოს მას მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა უშედეგოდ.
 
იმართება გამოსათხოვარი ზეიმი. ყიფიანი პეტროვს ხაზგასმით დახვეწილი თავაზიანობით ხვდება. ისმის სადღეგრძელოები და შეძახილები. ნატალი  ყიფიანთან ერთად პოპულარულ მაზურკას ცეკვავს.
 
 
ნასვამი პეტროვი წონასწორობას ვერ ინარჩუნებს. ის კავკასიელებს ეროვნული ცეკვის შესრულებას სთხოვს, რაც ყიფიანს საკუთარ სამშობლოს ახსენებს და ცდილობს ცეკვაში ჩაერთოს.
 
ნატალი  და ყიფიანი ახერხებენ შეუმჩნევლად გაპარვას. ზეიმს ყველა მონაწილე ტოვებს. ოთახში ჩუმად შემოდის მეეტლედ გადაცმული ყიფიანი, დახედავს მძინარე პეტროვს და, დარწმუნებული იმაში, რომ ვერავინ შენიშნავთ, ბეწვეულში გახვეულ ნატალისა და სმირნოვს ანიშნებს, უკან გაჰყვნენ.
 
ეპილოგი
 
ბურნონვილი მოსმენილი ამბით აღფრთოვანებულია. ის პეტიპას უხსნის, რა აკავშირებს დიდი თავადის ქალთან დაგმართან (მარია ფიოდოროვნა), რომელმაც საღამოს მეჯლისზე მიიპატიჟა. ამავე მეჯლისისთვის პეტიპას დივერტისმენტი აქვს მომზადებული. ქორეოგრაფები გადაწყვეტენ,  სასახლეში ერთად გაემართონ.
 
 
 
მეორე მოქმედება 
 
დიდი თავადის სასახლე, 1874 წელი
 
თავადის ქალი დაგმარი  ოთახში მარტოა. ის სარკეში იხედება და დანიაში გატარებულ დღეებს იხსენებს. შემოდის ობერ-მარშალი და დიდ თავადის ქალს მეჯლისის პროგრამას წარუდგენს.  მეჯლისზე უნდა გაიმართოს დივერტისმენტი, რომელშიც ევროპის მდინარეები იქნება წარმოდგენილი.
 
ობერ-მარშალს დიდ თავადთან ხელმოსაწერად მომზადებული დოკუმენტები მოაქვს.   კურიერი თურქმენეთის რეგიონში მიმდინარე ბრძოლის ამბავს იუწყება. შეშფოთებული დიდი თავადი მეჯლისის გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს.
 
ბრძოლის ადგილიდან კიდევ ერთი კურიერი გამოცხადდება.  ეს ყიფიანია, რომელსაც დიდი გამარჯვების ამბავი მოაქვს. პატაკში ყიფიანის პირადი გმირობის ამბავიცაა მოთხრობილი. დიდი თავადი მას ბეჭედს გადასცემს, რაც ახალგაზრდა ოფიცერს ნებისმიერ სურვილის შესრულების საშუალებას აძლევს.  ახლა მეჯლისი გამარჯვების აღსანიშნავად გაიმართება.
 
პეტიპა საღამოს დიდი მეჯლისის მოსამზადებლად მოდის; ყიფიანი მას საკუთარ გეგმას გააცნობს და ჰკითხავს, შეუძლია თუ არა, მეჯლისის პროგრამაში, მდინარეების დივერტისმენტში, კიდევ ერთი საინტერესო ნომერი ჩაამატოს. პეტიპა თანხმდება. ობერ-მარშალიც, მცირე ყოყმანის შემდეგ, თანხმობას გასცემს და დახმარებას აღუთქვამს.
 
სასახლის დარბაზში მეჯლისია. საზეიმო მუსიკა დიდი თავადისა და თავადის ქალის მოსვლას იუწყება, რომლებიც დიდ პოლონეზს უძღვებიან. შემოდის ბალეტის ხელმძღვანელი პეტიპა და დიდ თავადს ბურნონვილს წარუდგენს. თავადის ქალი უაღრესად მოხარულია ყოფილ მასწავლებელთან კვლავ შეხვედრით.
 
მეჯლისზე, მდინარეთა ღმერთი, უნდინებთან ერთად, წარადგენს დივერტისმენტს ევროპის მდინარეების თემაზე:
 
პროვანსელი მეთევზეები წარმოადგენენ მდინარე რონს. სამი ანდალუსიელი მოცეკვავე   კი მდინარე გვადალკვირს. მდინარე ტემზას ჟოკეები განასახიერებენ. მხიარულ მევენახეთა მსვლელობითა და ცეკვითაა წარმოდგენილი მდინარე რაინი.
 
დარწმუნებული იმაში, რომ ეს მეჯლისის უკანასკნელი ნაწილია, კმაყოფილი დაგმარი მადლობას უხდის ობერ-მარშალსა და პეტიპას ლამაზად მომზადებული მეჯლისისათვის. თუმცა, პეტიპა და ობერ-მარშალი მას კიდევ ერთი სიურპრიზის შესახებ ანიშნებენ. შემოდის  გლეხის ტანსაცმელში გამოწყობილი ორი მუსიკოსი. პეტიპას სამეფო ტახტთან ახალგაზრდა გოგონა მიჰყავს. ეს ნატალია რომელიც რომელიც, ცისფერი მოსასხამის ფრიალით ასრულებს ცეკვას. გარშემომყოფები ხალისით ცნობენ მდინარე ნევას.
 
ნატალი  დაგმარის წინ მუხლზე დგება და მამის შეწყალებას სთხოვს. მას სურვილს უსრულებენ. თუმცა, როდესაც შეწყალებულ პიროვნებას შეიცნობს, თავადი მისი შეპყრობის ბრძანებას გასცემს. წინ გამოდის ყიფიანი, რომელიც დიდ თავადს მის მიერვე ნაჩუქარ ბეჭედს აჩვენებს. სმირნოვი შეწყალებულია.
 
მეჯლისის დასასრულს აღინიშნება ყიფიანისა და ნატალის ბედნიერება.


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი