საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 164
24 აპრილი, 2016 წელი
მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფიის საღამო
I განყოფილება
ვარდის ზმანება
მუსიკა:
კარლ მარია ფონ ვებერი
რაისა სტრუჩკოვას რედაქცია
ნინო ანანიაშვილის დადგმა
სოლისტები:
ანა მურადელი, იონენ ტაკანო
პედაგოგ-რეპეტიტორი:
მაია ზურაშვილი
დამდგმელი დირიჟორი:
დავით მუქერია
შოპენიანა
მუსიკა:
ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებები
ნინო ანანიაშვილის დადგმა
სოლისტები:
ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი,
ნინო სამადაშვილი, ფრენკ ვან ტონგერენი
ბალეტმაისტერის ასისტენტი:
ეკა შავლიაშვილი
პედაგოგ-რეპეტიტორი:
ირინა ჯანდიერი
დამდგმელი დირიჟორი:
დავით კინწურაშვილი
II განყოფილება
ფასკუნჯი
მუსიკა
იგორ სტრავინსკის
მხატვრები:
ალექსანდერ გოლოვინი და ლეონ ბაკსტი
ანდრის ლიეპას დადგმა
კოსტუმები და სცენოგრაფია აღდგენილია
ანატოლი ნეჟნის მიერ
დამდგმელი დირიჟორი:
დავით კინწურაშვილი
განათება:
ანდრის ლიეპა
ფასკუნჯი –
ნინო სამადაშვილი
ივან ცარევიჩი –
ფილიპ ფედულოვი
მეფის ასული –
ეკატერინე სურმავა
კაშჩეი
– კახა ანდრიაძე
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები:
იგორ პივოროვიჩი, ნინო ოჩიაური
დამდგმელი მხატვრის ასისტენტი:
დავით მონავარდისაშვილი
პედაგოგ-რეპეტიტორები:
ირინა ჯანდიერი, სვეტლანა გოჩიაშვილი, მაია ზურაშვილი, ნათია ცვარიანი
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები:
ცისია ჩოლოყაშვილი, ნიალა გოძიაშვილი
ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი
დირიჟორი:
კახი სოლომნიშვილი
საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ნინო ანანიაშვილი
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
დავით კინწურაშვილი
1908 წელს, ცნობილმა რუსმა მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ ალექსანდრ ბენუამ რუს იმპრესარიოს, „რუსული სეზონების“ დამაარსებელს სერგეი დიაგილევს ახალგაზრდა ქორეოგრაფი მიხაილ ფოკინი წარუდგინა. ერთი წლით ადრე, „რუსულ სეზონებზე“, პარიზში, რუსული ოპერის, მხატვრობისა და მუსიკის წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, უდიდესი ანტერპრენერი სერიოზულად დაფიქრდა საბალეტო სპექტაკლების დადგმაზე და პარიზში მათ ჩვენებაზე. ფოკინის სახით მან თანამოაზრე იპოვა.
1909 წლიდან, დიაგილევის სეზონების მომდევნო ოთხ წელს, პარიზში წარმოდგენილი იქნა ქორეოგრაფის ბალეტები: „არმიდის პავილიონი“, „ყივჩაღთა ცეკვები“, „ფასკუნჯი“, „შეჰერეზადა“, „პეტრუშკა“, „შოპენიანა“, „ვარდის ზმანება“ და სხვა – რომლებიც დღემდე საბალეტო კლასიკური მემკვიდრეობის გამორჩეულ სპექტაკლებად არიან მიჩნეულნი.
„ფასკუნჯი“
„ფასკუნჯის“ პრემიერა 1910 წლის 25 ივნისს, პარიზის გრანდ ოპერაში ბალეტისთვის გაიმართა.
მუსიკის შექმნა დიაგილევმა ახალგაზრდა იგორ სტრავინსკის დაუკვეთა. საპრემიერო სპექტაკლში უფლისწული ივანის როლი თავად ქორეოგრაფმა ფოკინმა შეასრულა, ფასკუნჯი ტამარა კარსავინამ იცეკვა, უკვდავ კაშჩეის კი ენრიკო ჩეკეტი ასრულებდა.
თბილისში ბალეტს ანდრის ლიეპა დგამს, რომელსაც ფოკინის სხვა ბალეტების რეკონსტრუქცია და აღდგენა ეკუთვნის. პრემიერა თბილისში: 2016 წლის 2 აპრილს გაიმართება.
„ვარდის ზმანება“
„ვარდის ზმანება“ 1911 წლის 11 აპრილს წარმოადგინეს მონტე-კარლოში. ბალეტი კარლ მარია ფონ ვებერის საფორტეპიანო პიესის („მიპატიჟება საცეკვაოდ“) მუსიკაზე დაიდგა, შინაარსს კი საფუძვლად დაედო თეოფილ გოტიეს ლექსი „ვარდის ზმანება“. კოსტიუმები და სცენოგრაფია ლეონ ბაკსტს ეკუთვნოდა. პრემიერა ვაცლავ ნიჟინსკიმ (ვარდის ზმანება) და ტამარა კარსავინამ (გოგონა) იცეკვეს.
„ვარდის ზმანების“ პრემიერა თბილისში 2015 წლის 9 ოქტომბერს, 164-ე სეზონის გახსნის საღამოზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში შედგა. საპრემიერო საღამოს, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ფოკინის მინიატურა დასის ახალგაზრდა სოლისტთან – იონენ ტაკანოსთან ერთად იცეკვა.
„შოპენიანა“
„შოპენიანა“ 26 წლის მიხაილ ფოკინმა კომპოზიტორის ხსოვნას მიუძღვნა და 1907 წლის 10 თებერვალს მარიას თეატრში წარმოადგინა. შოპენის საფორტეპიანო ნაწარმოებები, ქორეოგრაფის თხოვნით, ალექსანდრე გლაზუნოვმა გააორკესტრა.
„შოპენიანა“ პარიზში, შატლეს თეატრში, დიაგილევის „რუსულ სეზონებზე“ 1909 წლის 2 ივნისს წარმოადგინეს. საპრემიერო სპექტაკლზე მთავარი პარტიები ანა პავლოვამ, ტამარა კარსავინამ და ვაცლავ ნიჟინსკიმ შეასრულეს.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „შოპენიანას“ დადგმა საკუთარი ქორეოგრაფიული რედაქციით ვახტანგ ჭაბუკიანმა 1946 წელს განახორციელა, რომელიც რეპერტუარში წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.
1975 წელს თეატრში მ. ფოკინის „შოპენიანა“ მარიას თეატრის ბალეტაისტერ-რეპეტიტორმა ლიუდმილა საფრონოვამ დადგა, 2011 წლის 22 სექტემბერს კი - ნინო ანანიაშვილმა.
ფასკუნჯი
კაშჩეის სამეფო. თენდება. ხეებიდან იდუმალი შუქი ანათებს – ეს ჯადოსნური ვაშლის ხეა. გამოჩნდება ფასკუნჯი, რომელიც ცეცხლის ალივით ხის გარშემო დაფრინავს. ფასკუნჯი ნაზი და ლამაზია და ცეკვის დროს ვერც კი ამჩნევს ივან ცარევიჩს, რომელიც ღობეზე გადმოხტება და დაიჭერს. ფასკუნჯი გაქცევას ცდილობს და სთხოვს ივანს თავისუფლება დაუბრუნოს. ივან ცარევიჩი თხოვნას უსრულებს.
ფასკუნჯი მიფრინავს, ივანი კი ახლა სასახლიდან მომავალ გოგონებს ხედავს. ესენი უკვდავი კაშჩეის მიერ დატყვევებული მეფის ასულები არიან. ივანი ცდილობს, მათ დაეწიოს, თუმცა ისინი იმდენად მოხერხებული და სწრაფები არიან, რომ მათი დაჭერის შესაძლებლობა არ მიეცემა. ივანის სილამაზე და გამბედაობა იმარჯვებს და პირველივე ულამაზესი მეფის ასული მისი მოტაცების სევდიან ისტორიას უყვება. ცარევიჩს მათი გათავისუფლების სურვილი უჩნდება.
მზე ამოდის. მოჯადოებული მეფის ასულნი მიდიან. ყოველი მხრიდან კი გამოდიან კაშჩეის ცოლები, მსახურები, მცველები და მაქციები. სულ ბოლოს თვითონაც გამოჩნდება. ივან ცარევიჩი გაქცევას შეეცდება, მაგრამ მცველები შეიპყრობენ, რადგან კაშჩეის საზარელი რისხვა ატყდება თავს იმას, ვინც მის სამფლობელოში შემოაღწევს. სხვა მამაცი გმირების მსგავსად ივან ცარევიჩიც უნდა მოკვდეს, მას ქვად გადაქცევა ემუქრება.
ივანს ახსენდება, რომ თან სამი ბუმბული აქვს, რომელიც ფასკუნჯს გამოაცალა. ფრინველი მის გვერდით ჩნდება. მცველებს ფასკუნჯის ცეკვა ატყვევებთ. თვით კაშჩეიც კი იწყებს ცეკვას, რომელიც უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამასობაში ივან ცარევიჩი დიდ კვერცხს აღმოაჩენს, რომელშიც კაშჩეის სული ინახება. ის კვერცხს კაშჩეის ესვრის, რომელიც კვერცხის გატეხვასთან ერთად კვდება.