State Opera of Georgia
  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი
ENG
შემადგენლობა ინფო შინაარსი
საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 164


9 ივლისი, 2016

პირველი განყოფილება
 
Concerto Barocco

მუსიკა: იოჰან სებასტიან ბახი. კონცერტი ორი ვიოლინოსა
და ორკესტრისათვის რე მინორი, BWV 1043
 
სოლისტები:
ნუცა ჩეკურაშვილი, ეკატერინე სურმავა, დავით ანანელი


დამდგმელი ბალეტმაისტერი: ბარტ კუკი
დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია
 
ვიოლინოს პარტიები: ლელა მჭედლიძე, ნინო ციტაიშვილი
ფორტეპიანო: თამარ მაჭავარიანი
 
 
 


მეორე განყოფილება
 
მარგარიტა და არმანი
 
სოლისტები:
ნინო ანანიაშვილი, ფრენკ ვან ტონგერენი
 
მუსიკა: ფერენც ლისტის საფორტეპიანო სონატა სი მინორი,
დადლი სიმპსონის გაორკესტრება
დამდგმელი ბალეტმაისტერი: გრანტ კოილე
დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია
დეკორაციების მხატვარი: დავით მონავარდისაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ნათია სირბილაძე
განათება: ამირან ანანიაშვილი
ფორტეპიანო: თამარ მაჭავარიანი
 
 
 


მესამე განყოფილება
Symphony in C
 
მუსიკა: ჟორჟ ბიზე, სიმფონია № 1
 
სოლისტები:
ლალი კანდელაკი, ფრენკ ვან ტონგერენი
ნინო სამადაშვილი,დავით ანანიაშვილი
ნუცა ჩეკურაშვილი, იონენ ტაკანო
მაჩი მუტო, ფილიპ ფედულოვი
 
დამდგმელი ბალეტმაისტერი: ბენ ჰაისი
კოსტიუმების მხატვარი: ნინო ანანიაშვილი
დამდგმელი დირიჟორი: დავით მუქერია
საბალეტო სეზონის დახურვა
 
პირველი განყოფილება
 
Concerto Barocco
 
პრემიერა გაიმართა  1941 წლის 27 ივნისს,  რიო დე ჟანეიროში
პრემიერა თბილისში შედგა 2014 წლის 23 მაისს
 
 
მეორე განყოფილება
 
მარგარიტა და არმანი
 
მსოფლიო პრემიერა გაიმართა 1963 წლის 12 მარტს
ინგლისის სამეფო ოპერის თეატრში
პრემიერა თბილისში გაიმართა 2008 წლის 9 მაისს
 
 
მესამე განყოფილება

Symphony in C
 
პრემიერა გაიმართა 1947 წლის 28 ივლისს პარიზის ოპერაში
პრემიერა თბილისში შედგა  2015 წლის 9 ოქტომბერს
თბილისის საკონცერტო დარბაზში
 
პირველი განყოფილება
 
Concerto Barocco
Concerto Barocco შესახებ ბალანჩინი ამბობდა: „თუკი ქორეოგრაფი კლასიკური ცეკვის განვითარებაში მუსიკის განვითარების შესაბამისობას ხედავს და ორივე შესწავლილი აქვს, ის დიადი მუსიკალური ნაწარმოებიდან მუდმივ შთაგონებას მიიღებს“.
 
ბალეტის პირველ ნაწილში ორი ბალერინა ვიოლინოს განასახიერებს, რვა მოცეკვავე ქალი კი მათ თანხლებას უწევს. მეორე ნაწილში მამაკაცი მოცეკვავე წამყვან ბალერინებს პა დე დეში უერთდება. ფინალურ ალეგროში კი ანსამბლის სრული შემადგენლობა ბახის მუსიკის ცვალებად ხასიათს და რითმულ სიცოცხლისუნარიანობას გამოხატავს.
 
ბალეტს თავდაპირველად ბალანჩინი ამერიკის საბალეტო სკოლაში რეპეტიციებისთვის იყენებდა; ის „ამერიკის საბალეტო ქარავანის“ ანსამბლმა სამხრეთ ამერიკის ისტორიულ ტურნეზე წარმოადგინა, მოგვიანებით კი მონტე კარლოს რუსული ბალეტის რეპერტუარის ნაწილი გახდა. 1951 წელს ბალანჩინმა თავდაპირველი კოსტიუმები შეცვალა და მოცეკვავეები სავარჯიშო სამოსში გამოაწყო, რაც ალბათ თანამედროვე ბალეტებში მის მიერ გამოყენებული კოსტიუმების პირველი მცდელობა იყო. 1948 წლის 11 ოქტომბერს Concerto Barocco ნიუ იორკ სითი ბალეს პირველ პროგრამაში შეტანილი სამი ბალეტიდან ერთ-ერთი იყო.
 
ჯორჯ ბალანჩინის ბალეტების დადგმა განხორციელდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან თანამშრომლობით და შეესაბამება ბალანჩინის სტილსა და ბალანჩინის ტექნიკას (Balanchine Style© and Balanchine Technique©).
 

მეორე განყოფილება 

მარგარიტა და არმანი
ფრედერიკ ეშტონს მარგო ფონტეინისათვის Scene d’amour-ის შემდეგ ახალი ბალეტი აღარ შეუქმნია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მისთვის შესაფერის როლს ეძებდა. ეშტონი ფრანგული ლიტერატურის ორი გმირის – მანონ ლესკოსა და მარგარიტა გოტიეს შორის აპირებდა არჩევანის გაკეთებას. 1962 წლის აპრილის ერთ საღამოს იგი რადიოთი უსმენდა პროგრამას – „მუსიკა ღამით“, სადაც ლისტის საფორტეპიანო სონატას გადმოსცემდნენ. ეშტონი მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც ეძებდა. მარგარიტა გოტიე რეალური პიროვნების – მარი დიუპლესის – კურტიზანი ქალის, პროტოტიპი იყო, რომელიც დიუმას უყვარდა და ოცდასამი წლის ასაკში ტუბერკულიოზისაგან გარდაიცვალა. ეშტონმა შემდეგ გაიგო, რომ დიუპლესს ლისტთანაც ჰქონდა ურთიერთობა. „ამით აღფრთოვანებული დავრჩი. გავიფიქრე, რომ დიუპლესი შეიძლებოდა მთელი ამ ნაწარმოების შთაგონების წყარო გამხდარიყო“.
 
ბალეტის მოსამზადებლად თხუთმეტი რეპეტიცია ჩატარდა. პრემიერა 1963 წლის 12 მარტს შედგა. პროგრამაში შინაარსის მაგივრად ერთი ფრაზა ეწერა: „ქალბატონი კამელიებით მისი ფატალური ავადმყოფობის ბოლო ეტაპზე ტრაგიკული ცხოვრების მომენტებს იხსენებს“. დასახელებული იყო ბალეტის ნაწილები: პროლოგი – შეხვედრა – სოფელი – შეურაცხყოფა მეჯლისზე – გარდაცვალება.
         
„მარგარიტა და არმანი“, ეშტონის მიერ მარგო ფონტეინის პატივსაცემად შექმნილ ბალეტად დარჩა. მან და ნურიევმა ის არა მხოლოდ სამეფო ბალეტში, არამედ პარიზის ოპერაში, ლა სკალაში, რომის ოპერასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შეასრულეს.
 
 
 
მესამე განყოფილება

Symphony in C
„სიმფონია დო მაჟორი“ ბიზემ პარიზის კონსერვატორიაში შარლ გუნოსთან         სწავლის დროს, 17 წლის ასაკში შექმნა. ხელნაწერი ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ 1933 წელს, კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში აღმოჩენის შემდეგ გამოქვეყნდა. ბალანჩინმა დაკარგული პარტიტურის შესახებ პირველად იგორ სტრავინსკისაგან შეიტყო. ქორეოგრაფს მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა პარიზის ოპერის საბალეტო დასთან ბიზეს სიმფონიაზე ერთმოქმედებიანი ბალეტი დაედგა, რომელსაც „ბროლის სასახლე“ უწოდა. ბალეტის პრემიერა 1947 წელს გაიმართა, იმ პერიოდში, როდესაც ბალანჩინი გრანდ ოპერის მიწვეულ ბალეტმაისტერად მუშაობდა. მომდევნო წელს ბალეტი ბალანჩინმა „ნიუ იორკ სითი ბალეს“ პირველივე პროგრამაში შეიტანა, სადაც მან დეკორაციებიც და კოსტიუმებიც გაამარტივა და სახელწოდებაც შეცვალა. ამ დღიდან ბალეტს Symphony in C“ ქვია.

ჯორჯ ბალანჩინის ბალეტების დადგმა განხორციელდა ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან თანამშრომლობით და შეესაბამება ბალანჩინის სტილსა და ბალანჩინის ტექნიკას (Balanchine Style© and Balanchine Technique©).


  • აფიშა
    • სიახლეები
    • ოპერის სეზონი 2019/2020
    • ბალეტის სეზონი 2019/2020
    • ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა
    • რეპერტუარი ოპერა/ბალეტი
    • გასული სეზონები
  • თეატრის შესახებ
    • თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • თეატრის ისტორია
    • კონკურსი Opera Crown
    • ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“
    • არქივი
    • ტექნიკური მონაცემები
    • ტური ოპერაში
  • ოპერა
    • ადმინისტრაცია
    • დირიჟორები
    • სოლისტები
    • კონცერტმაისტერები
    • რეჟისორები
    • ორკესტრი
    • გუნდი
    • ბავშვთა გუნდი
    • სადადგმო სამსახური
    • გასტროლები
    • გალერეა
  • ბალეტი
    • ბალეტის ხელმძღვანელი
    • ბალეტის ადმინისტრაცია
    • დასი
      • წამყვანი სოლისტები
      • სოლისტები
      • კორდებალეტი
      • პედაგოგ-რეპეტიტორები
      • რეჟისორები და კონცერტმაისტერები
    • რეპერტუარი
    • გასტროლები
    • თბილისის ბალეტის ფესტივალი
    • გალერეა
    • პრესა
    • ჟურნალი „არაბესკი“
    • ბალეტის მეგობართა საზოგადოება
  • კონტაქტი

fb.png  twit.png  insta.png  youtube-(1).png

©2015-2019, სსიპ ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი