საოპერო გალა
ახალი თაობა სცენაზე
15 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება საოპერო გალა ახალი თაობის მომღერლების მონაწილეობით.
მაყურებელი იხილავს ოპერის სტაჟიორებსა და ახალგაზრდა თაობის თითქმის ყველა შემსრულებელს, ვინც ოპერის 165-ე საიუბილეო სეზონზე მნიშვნელოვანი პარტიით ან დებიუტით წარდგა. ესენი არიან: ზურაბ იაშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი, თამთა კორძაია, გიორგი წამალაშვილი, გიგი ბერაია, გივი გიგინეიშვილი, ირაკლი მუჯირი, პაატა სუხიტაშვილი, ფილიპე ღაჭავა, ეკატერინე ჩხაიძე, ნათია სტეფანიშვილი, იამზე ურუმაშვილი, გიგა აბესაძე, მარიამ ნაჭყებია, გიორგი მოციქულაშვილი, მარიანა ბერიძე, გიორგი მჭედლიშვილი, თამარ ლებანიძე, ცოტნე მოწონელიძე, მარიამ როინიშვილი, გიორგი ჭელიძე, ნინო გვარაძე, ირინა შერაზადიშვილი, გიორგი გოდერძიშვილი, ნუცა ზაქაიძე, თინათინ მამულაშვილი, ლაშა სესიტაშვილი და სოლისტი ირაკლი მურჯიკნელი.
გალაზე შესრულდება არიები და ანსამბლები ცნობილი ოპერებიდან: „კარმენი”, „პიკის ქალი”, „სევილიელი დალაქი”, „დონ პასკუალე”, “ტრავიატა”, “ბალ მასკარადი”, “ბოჰემა”, “რიგოლეტო”, „ჯანი სკიკი”, „არლელი ქალი”, „დონ კარლოსი”, „რომეო და ჯულიეტა”, „მაკბეთი”, „მოგზაურობა რეიმსში”, „პორგი და ბესი”, „სიცილიური მწუხრი”, „აიდა”, ასევე, ქართული ოპერებიდან: „დაისი”, “ქეთო და კოტე”, „მინდია”, „ლელა”, „აბესალომ და ეთერი”.
საოპერო გალაზე თბილისის ოპერის ორკესტრს რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია და კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებენ.