​საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღნიშვნას შეუერთდა

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრმა, სხვადასხვა ღონისძიებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი აღნიშნა.

საქართველოს სახელმწიფო ოპერის წინ „კაფე-ოპერაში“ და სცენაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა, რომელსაც ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმაც უდირიჟორა. გაიმართა მეჯლისი, ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეების მონაწილეობით. ოპერის მიმანსის მსახიობებმა ცეკვითა და საზეიმო განწყობით გააფორმეს თეატრის საზეიმო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროგრამა. ოპერის აივნიდან აუდიო ჩანაწერები გაჟღერდა, თეატრის ოქროს ფონდიდან.