164-ე საბალეტო სეზონის დახურვა
2016 წლის 9 ივლისს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 164-ე თეატრალურ სეზონს გალა-კონცერტით დახურავს.
პროგრამა სამი განყოფილებისაგან შედგება. წარმოდგენილი იქნება ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები
Concerto Barocco და
Symphony in C და ფრედერიკ ეშტონის ბალეტი „მარგარიტა და არმანი“, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და დასის სოლისტი ფრენკ ვან ტონგერენი შეასრულებენ.
164-ე თეატრალურ სეზონის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, 7 საბალეტო პრემიერა გამართა, წარმოადგინა 27 სპექტაკლი და გასტროლზე იმყოფებოდა ესპანეთში, იტალიასა და რუსეთში.