165-ე, საიუბილეო სეზონი 15 სექტემბერს გაიხსნება


საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი 165-ე საიუბილეო სეზონს 15 სექტემბერს გახსნის.
ტრადიციულად, ამ დღეს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ შესრულდება. 

სპექტაკლში საქართველოს სახელმწიფო ოპერის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ანსამბლი „სუხიშვილები“ მიიღებენ მონაწილეობას. სადირიჟორო პულტთან - თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

სპექტაკლის შინაარსისა და მონაწილეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.