165-საიუბილეო სეზონის დახურვა - „აბესალომ და ეთერი“ გიზო ჟორდანიას ხსოვნას ეძღვნება


19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 165-ე საიუბილეო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ დაიხურება.
 
ოპერის თეატრი სპექტაკლს „აბესალომ და ეთერი" უძღვნის მისი დამდგმელი რეჟისორის,
შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, მემედ აბაშიძის სახელობის პრემიების, ალექსანდრე პოპოვის, ალბერტ შვაიცერის მედლების, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდების მფლობელის, რეჟისორის გიჟო ჟორდანიას ხსოვნას.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები: კახაბერ თეთვაძე, არმაზ დარაშვილი, ნატალია ვოლჩენკო, მარიკა მაჩიტიძე, ხათუნა ჭოხონელიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მანანა იორდანიშვილი, ფილიპე ღაჭავა, თამაზ საგინაძე, გიორგი მჭედლიშვილი. 

სპექტაკლში მონაწილეობენ: თბილისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე.