165-ე საიუბილეო სეზონის მოკლე მიმოხილვა და პროექტები სამომავლო გეგმებიდან


165-ე საიუბილეო სეზონზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 8 პრემიერა და მასშტაბური დადგმები განხორციელდა, გაიმართა გალა კონცერტები, დაფუძნდა საბალეტო  ფესტივალი, სცენა დაეთმო მომღერალთა ახალ თაობას, სტაჟიორებს, ერთმანეთს ცვლიდნენ ოპერის სოლისტთა შემადგენლობები, სადირიჟორო პულტთან გამოჩნდნენ ყველა თაობის დირიჟორები, პრემიერებში ჩაერთო საბავშვო გუნდი, ისმოდა საყოველთაოდ ცნობილი მომღერლების, მოცეკვავეების, დასების, რეჟისორების, ქორეოგრაფების, მაესტროების სახელები, შედგა გასტროლები. ოპერისა და ბალეტის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ გამორჩეული სეზონი.
ამავე სეზონზე დაიგეგმა მომდევნო წლების მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, კოპროდუქციები, გასტროლები.
გასული 165-ე სეზონი
  • საბალეტო გალა - საქველმოქმედო გალა კონცერტი „წუთიერი ხმაური“
  • ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მიერ ოპერის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის წარდგენა
  • პრემიერა - პირველი ქართული საბავშვო ბალეტი „წუნა და წრუწუნა“
  • გასტროლი - საბალეტო დასი ესპანეთში
  • კამერული მუსიკის საღამოების ტრადიციის აღდგენა - კონცერტები წითელ დარბაზში
  • აღდგენა - ბალეტი „დონ კიხოტი“
  • უფასო საახალწლო გალაკონცერტი - „საახალწლო საჩუქარი თქვენთვის“ - მოწვეული ქართველი  მომღერლები და თეატრის სოლისტები
  • შემოქმედებითი საღამო - „ახალი წელი ანდრის ლიეპასთან ერთად“. ანდრის ლიეპას სასცენო მოღვაწეობის 35 და დაბადებიდან 50 წლის იუბილე
  • პრემიერა - ერთმოქმედებიანი ბალეტი „PETITE CEREMONIE“, ქორეოგრაფი მედჰი ვალერსკი
  • პრემიერა - ჯუზეპე ვერდი, „აიდა“, დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი - ფრანკო ძეფირელი, დირიჟორები: დანიელ ორენი, მარკო ბოემი, ზაზა აზმაიფარაშვილი, ანიტა რაჭველიშვილისა და გიორგი ანდღულაძის დებიუტი თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე
  • საიუბილეო საღამო და საბალეტო გალა კონცერტი - ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე და დაჯილდოება „ხელოვნების ქურუმით“.
  • გასტროლი - საბალეტო დასი ტოკიოში
  • პრემიერა - ჟორჟ ბიზე, „კარმენი“, დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე,  დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.
  • გასტროლი -  საბალეტო დასი ესტონეთსა და ფინეთში
  • პრემიერა - გაეტანო დონიცეტი, „სიყვარულის ნექტარი“, დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი - ფერნანდო ბოტერო, დირიჟორები: ვალტერ ატანაზი, ალბერტო ვერონეზი, ფაბრიციო კასი, ზაზა აზმაიფარაშვილი, მოწევეული იტალიელი  და ქართველი მომღერლები, მიხეილ ქირიას, ოთარ ნაკაშიძის, ასევე, ოპერის სტაჟიორებისა და ახალგაზრდა მომღერლების დებიუტი თბილისის ოპერის სცენაზე
  • ფესტივალის დაარსება - „თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი“, აშშ-დან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან მოწვეული სოლისტები და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, პრემიერა - კრეინის ბალეტი „ლაურენსია“, გასტროლი - ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2)
  • ვარსკვლავი - ლადო ათანელის საღამო და ვარსკვლავის გახსნა
  • 165- საიუბილეო სეზონის დახურვა -  ზაქარია ფალიაშვილი, „აბესალომ და ეთერი“, მიძღვნილი გიზო ჟორდანიას ხსოვნისადმი

სამომავლო გეგმებიდან:
 
  • პრემიერები:  „ტრავიატა“ (ჯუზეპე ვერდი), „სოფლის ღირსება“ (პიეტრო მასკანი), ,,ტურანდოტი“ (ჯაკომო პუჩინი), „სიმონ ბოკანეგრა“ (ჯუზეპე ვერდი),  „ქეთო და კოტე“ (ვიქტორ დოლიძე), „ვერტერი“ (ჟიულ მასნე), „რიგოლეტო“(ჯუზეპე ვერდი), „რომეო და ჯულიეტა“ (სერგეი პროკოფიევი), „მძინარე მზეთუნახავი“ (პიოტრ ჩაიკოვსკი)...
  • ოპერის თეატრის ორკესტრის გასტროლი შვეიცარიაში - 2018 წელი
  • ოპერის თეატრის გასტროლები ჩეხეთში- 2017, 2018, 2019 წლები
  • თეატრის ორკესტრისა და სოლისტების გასტროლი ესტონეთის ქალაქებში - 2018 წელი
  • გასტროლები, კოპროდუქციები - გენუა, პარმა, ბარი, პიაჩენცა, ბრეშა, ლივორნო...
  • ვერდის და პუჩინის ფესტივალები - 3 წლიანი თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები, ფესტივალებში მონაწილეობა, ქართული ოპერების შესრულება იტალიის ქალაქებში
  • მაესტრო დანიელ ორენი - ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი - 2018 წლიდან
  • ,,ტურანდოტი“ - პრემიერა თბილისში, 2018 წელი. კოპროდუქცია პუჩინის ფესტივალთან ერთად (ტორე დელ ლაგო)
  • თბილისის საერთაშორისო საოპერო კონკურსის დაარსება