20 დეკემბერს, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის კონცერტი ოპერის თეატრში სრული ანშლაგით შედგა

20 დეკემბერს, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი ოპერის თეატრში სრული ანშლაგით შედგა.

კონცერტზე შესრულდა კომპოზიციები ალბომიდან In Winter. ეს ალბომი 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ის ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისა და გორის ქალთა გუნდის  ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, ევროპული ტურნე შედგა. ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა 28 კონცერტი გამართეს გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში.

საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებებს შორის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.