28 მაისს ოპერის თეატრში გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერა გაიმართა.

28 მაისს, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, გაეტანო დონიცეტის ოპერის   - „სიყვარულის ნექტარი“ პრემიერა გაიმართა.
 
28 მაისს „სიყვარულის ნექტარში“ მონაწილეობდნენ სახელგანთქმული უცხოელი შემსრულებლები: მარიოლა კანტარერო (ადინა), პაბლო კარამანი (ნემორინო), მარიო კასი (ბელკორე), მიკელე პერტუზი (დულკამარა). საპრემიერო სპექტაკლს უდირიჟორა აღიარებულმა მაესტრომ - ვალტერ ატანაზიმ.
 
1 ივნისს „სიყვარულის ნექტარში“ მთავარ პარტიებს ასრულებენ:
სოფიო მჭედლიშვილი (ადინა), ირაკლი მურჯიკნელი (ნემორინო), გიორგი მჭედლიშვილი (ბელკორე), გიორგი ჭელიძე (დულკამარა), თინათინ მამულაშვილი (ჯანეტა). სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.
დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი 
რეჟისორი, სცენოგრაფი, მხატვარი - ფერნანდო ბოტერო
რეჟისორის ასისტენტი - ვიქტორ გარსია სიერა
 
სპექტაკლები სხვადასხვა შემადგენლობით გაიმართება: 4, 6, 10, 11, 13 და 15 ივნისს;
ოპერის თეატრი გთავაზობთ როგორც საღამოს, ისე დღის სპექტაკლებს, კერძოდ: 10 და 11 ივნისს წარმოდგენები დაიწყება 14:00 სთ-ზე.