ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო გაუქმებულია

ჩვენს მაყურებელს გვინდა ვაცნობოთ, რომ საბალეტო დასის რამდენიმე მოცეკვავეს დაუდასტურდა კოვიდ 19, რის გამოც დასი მთლიანად გადაყვანილია იზოლაციაში. 
~

სამწუხაროდ, ამის გამო მოიხსნა 10 და 11 ივლისს დანიშნული სპექტაკლები - ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო.

მას ვისაც შეძენილი აქვს   ბილეთები, შეგიძლიათ მისი დაბრუნება ონლაინ ticket.ge- ზე და თეატრის სალაროში.

ბალეტის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი მდგომარეობის გამო, რაც, მოგეხსენებათ საერთო, დიდი პრობლემაა, რომელსაც, იმედი მაქვს ერთად დავძლევთ.  
მალე გამოჯანმრთლებას ვუსურვებთ ჩვენს მსახიობებს და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ!

 მომავალ შეხვედრამდე ახალ სეზონზე!