აბონემენტი საბალეტო სპექტაკლებზე
დღეიდან ბალეტის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ აბონემენტი, რომლის საშუალებითაც ოთხ საბალეტო სპექტაკლზე დასწრებაა შესაძლებელი.
სააბონემენტო სპექტაკლები და მათი თარიღები:
პ. ჩაიკოვსკი. „გედების ტბა“. პრემიერა - 13 მარტი
ფოკინის საღამო. ი. სტრავინსკი. „ფასკუნჯი“. პრემიერა - 3 აპრილი
კილიანის საღამო. ი.ს. ბახი. „სარაბანდა“. პრემიერა - 22 მაისი
ა. ადანი. „ჟიზელი“ - 26 ივნისი
აბონემენტის ფასი ადგილების მიხედვით:
ამფითეატრი - 50 ლარი
ბენუარის ლოჟა - 50 ლარი
პარტერი - 40 ლარი
პარტერის ლოჟების წინა რიგები - 40 ლარი
პარტერის ლოჟების უკანა რიგები - 35 ლარი
პირველი იარუსის პირველი რიგი და გვერდითი ლოჟები - 40 ლარი
პირველი იარუსის მეორე რიგი - 35 ლარი
აბონემენტები ოპერის სალაროში იყიდება.