ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა


1 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა პრესკონფერენცია ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას გაუძღვნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ბადრი მაისურაძე, ბერლინის შტაატსოპერის საერთაშორისო საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი - ბორის ანიფანტაკისი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი - ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი, თბილისის ოპერის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - რუსუდან მაცაბერიძე.

პირველ მასტერკლასს, დღეს, კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი მარკუს ცუგეჰოერი მართავს, პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მომღერლებისთვის. 3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბადრი მაისურაძე ჩაატარებს მასტერკლასს, ხოლო ერთობლივი კონცერტი ჩატარდება 2 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის მთავარ დარბაზში. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ბერლინის შტაატსოპერასთან გაცვლითი პროგრამა ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის  თანადაფინანსებით.