ორი რეკვიემი IN MEMORIAM

20016 წლის 23 აპრილს, საქართველოს სახელწიფო ოპერის თეატრში, გაიმართა საღამო სახელწოდებით IN MEMORIAM... ხსოვნისადმი

საღამოზე ახლებური ინტერპრეტაციით შესრულდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემი და შედგა მსოფლიო პრემიერა თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის, ეკა ჭაბაშვილის ახალი ნაწარმოებისა, რეკვიემი უდანაშაულო მსხვერპლისთვის. კონცერტს, გზავნილით „არა ტერორიზმს!“, საქართველოს სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით კინწურაშვილმა უდირიჟორა.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რეკვიემი, ოპერის ორკესტრსა და გუნდთან ერთად, შეასრულეს სოლისტებმა: სალომე ჯიქიამ, ირინა ალექსიძემ, ირაკლი მურჯიკნელმა და ლეგი იმედაშვილმა.
მოცარტის რეკვიემის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ საგანგებოდ მოწვეული ცნობილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი - ქრისტოფ მაიერი ( Christoph Mayer).
ეკა ჭაბაშვილის რეკვიემი ოპერის ორკესტრსა და გუნდთან ერთად შეასრულეს: ირინა შერაზადიშვილმა, თამთა კორძაიამ, თინათინ მამულაშვილმა, თეიმურაზ აზალაძემ, ირაკლი მუჯირმა.