ბორის ეიფმანის დასი 15-16 აპრილს თბილისში „ანა კარენინას“ წარმოადგენს

უკვე 10 წელია "ანა კარენინა" უცვლელი წარმატებით იდგმება ამერიკის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და ბევრი სხვა ქვეყნის საუკეთესო სცენებზე. ამ სპექტაკლში ბორის ეიფმანი აქცენტს აკეთებს სასიყვარულო სამკუთხედზე ანა-ვრონსკი-კარენინი; სასცენო ფსიქოანალიზის ბრწყინვალე ნიმუშს ქმნის და „მთავარი ინსტინქტით“ შეპყრობილი ქალის საშინელი შინაგანი გარდაქმნის ტრაგიკულ ქრონიკას გვიჩვენებს. ბორის ეიფმანის შემოქმედება 40-ზე მეტ დადგმას ითვლის. განსაკუთრებული პლასტიკური აზროვნების სტილით ეიფმანის დასი დასავლეთის მაყურებელს იპყრობს. 

თბილისში პროექტი ხორციელდება ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდის ეგიდით,  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თანადგომით.

სპექტაკლები საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში 15-16 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება