დავით კინწურაშვილმა „ჯამბაზების“ მესამე საპრემიერო ჩვენებას უდირიჟორა

17 აპრილს „ჯამბაზების“ მესამე საპრემიერო ჩვენებას საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა უდირიჟორა.

ტონიოს როლი კვლავ გიორგი გაგნიძემ შეასრულა, რომელიც სპეციალურად ამ საპრემიერო დღეებისთვის ოპერის თეატრმა მოიწვია. 

გიორგი გაგნიძესთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები ანზორ ხიდაშელი, ირინა თაბორიძე, ზაალ ხელაია, ირაკლი მურჯიკნელი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი დავით კინწურაშვილი.