ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიძღვნილი გალა

4 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო 25-ე სესიის მონაწილეთა პატივსაცემად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა საზეიმო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: იანო თამარ ალიბეგაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ლადო ათანელი, ლიზი რამიშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, თამარ ივერი, გიორგი გაგნიძე, მიხეილ შეშაბერიძე, ოთარ ჯორჯიკია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ანსამბლი „მძლევარი“, თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.