ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ოპერას ეწვია

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს სამუშაო ვიზიტით ეწვია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ადმინისტრაციის უფროსი გაბრიელ ჰაჩესონი, ელჩის თანაშემწე ინდრე დირგინჩიუტე, პოლიტიკის და პრესის განყოფილების ასისტენტი ნანა კაშია, პრესის და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელი თამარ მიქაძე.