ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ - პრესკონფერენცია.

2016 წლის 3 მაისს, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში გაიმართა XI საერთაშორისო ფესტივალის - „აღდგომიდან ამაღლებამდე“ - პრესკონფერენცია. 

ფესტივალის ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებს გააცნეს პროგრამა და ის სიახლეები, რომლითაც იქნება გამორჩეული მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები.

პრესკონფერენციას უძღვებოდნენ: თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ია მაქაცარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი აფციაური, საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, იანო ალიბეგაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორები - მანანა დავითაშვილი, მანანა ხვედელიძე, ფესტივალის მონაწილეები და მხარდამჭერები.