გიზო ჟორდანიას ოპერის თეატრიდან გამოასვენებენ


2016 წლის 19 ნოემბერს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიზო ჟორდანია.

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან ერთად, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გიზო ჟორდანიას ოჯახს, მის ახლობლებსა და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.
 
გიზო ჟორდანიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ხვალ, 22 ნოემბერს, 13:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.

გამოსვენება ოპერის თეატრიდან 15:00სთ-ზე.
 
გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია, დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი, 70-ზე მეტი შოუ და სახალხო დღესასწაული როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. „ჰაჯი-მურატი“, „ხოგაის მინდია”, „სამანიშვილის დედინაცვალი” , „ანა ფრანკის დღიური”, „ჰამლეტი” , „აბესალომ და ეთერი”, „სამგროშიანი ოპერა”- რეჟისორის შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
 
გიზო ჟორდანიამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. 
განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში.
 
გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით “აბესალომ და ეთერი” 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა.