„გორდას“ პრემიერა

„გორდას“ აღდგენის ინიციატივას საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც  ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე  საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. გორდასდეკორაციები მხატვარ  დავით მონავარდისაშვილს  ეკუთვნის, კოსტიუმები  კი - ანა კალატოზიშვილ. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.
ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი „გორდა“ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს  „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.
პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს განახლებულ თეატრში  გაიმართება.