გრეის ბამბრი კონსერვატორიაში


Opera Crown - ის ფარგლებში, 30 აპრილს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლეგენდარულ ამერიკელ სოპრანოსთან გრეის ბამბრისთან შემოქმედებითი შეხვედრა გაიმართა.
ამერიკელმა მომღერალმა ოპერის სოლისტებს, სტაჟიორებს, ახალგაზრდა ვოკალისტებს მოუსმინა. დაახლოებით ოთხ საათიანი მასტერკლასი ცოცხალ ლეგენდასთან ირინა თაბორიძემ, მარიკა მაჩიტიძემ, ნინო ჩაჩუამ, ირინა ალექსიძემ, თინა მამულაშვილმა, კონსტანტინე ყიფიანმა, ალექსანდრე დეკანოიძემ და გიორგი მჭედლიშვილმა გაიარეს.
გრეის ბამბრი თბილისში პირველად ჩამოვიდა, იგი თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის “Opera Crown”-ის ჟიურის წევრია.