მაყვალა ქასრაშვილს საოპერო თეატრის სცენაზე მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა

ქართველ საოპერო მომღერალს, მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პრიმადონას, საქართველოს სახალხო არტისტს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს მაყვალა ქასრაშვილს საოპერო თეატრის სცენაზე მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. 

საქართველოს სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა თეატრის სახელით მაყვალა ქასრაშვილს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრება უსურვა.